ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტი" გიორგი ჩაკვეტაძის მუხლის გამო შეშფოთებულია და სამედიცინო შემოწმებას ელოდება

AutoSharing Option
ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან  ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ  თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ