"ქვილითაია უნდა ათამაშონ" - ბელგიური გაზეთის სპორტული დირექტორი

AutoSharing Option
ბელგიური გაზეთის, Het Nieuwsblad-ის სპორტული დირექტორი ლუდო ვანდერვალე voetbalprimeur-თან საუბარში ქართველებზე საუბრობს.

ის ამბობს, რომ "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ქვილითაია თასის ფინალში, "მეხელენის" წინააღმდეგ უნდა ათამაშოს.

"ტორუპი (მთავარი მწვრთნელი) იმედგაცრუებულია და თითქოს, აღარ იცის, რა გააკეთოს. არადა, თასის ფინალამდე 10 დღეა დარჩენილი. "გენტს" მეორე ეშელონის "მეხელენთან" სეზონის გადამწყვეტი მატჩი ელის.

ფეხბურთელები, რომლებსაც მწვრთნელი ეყრდნობა, ვერ ამართლებენ. თავდასხმაში მყოფი სორლოთი ფორმაში ნამდვილად არაა. ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძის მხრები მთელ გუნდს ვერ ათრევს.

პირველ მაისამდე 10 დღეა და "გენტმა" ეს დრო ნაყოფიერად უნდა
გამოიყენოს. ალბათ, სწორი არჩევანი რომან იარემჩუკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება და ძირითადში გიორგი ქვილითაიას დაყენება იქნება", - ამბობს 90-წლიანი ისტორიის მქონე გაზეთის სპორტული დირექტორი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რა მეგრელია და იმიტომ აქ ესეტი ნიწი ფეხბურტის
yvelas visac megrelebi ar moswons
20:03 27-04-2019
0
ხოხ :-) აზრზე მოდით ცოტა ბაჩუკი :-)
ბაჩოს
16:07 22-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული