"გერმანიის ნაკრებიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ საქართველო ავირჩიე" - "მაგდებურგის" 16 წლის ქართველი ფეხბურთელი

AutoSharing Option
გერმანულ "მაგდებურგში", სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

16 წლის შალვა ოგბაიძე 17-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელია, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ჯერჯერობით არ იცნობს. ის 10 წლის ასაკიდან გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიონალური ფეხბურთისთვის ემზადება.

Sportall.ge შაკოს ბერლინში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა:

- როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ აღმოჩნდი გერმანიაში?
- 4 წლიდან უკვე სტადიონზე დავდიოდი ბიძაჩემთან ერთად. 6 წლის ასაკში შევედი "ირაოში", 4 წლის განმავლობაში იქ ვთამაშობდი და შემდეგ გერმანიაში მოგვიწია წასვლა.

10 წლიდან დავიწყე ადგილობრივ კლუბში
თამაში. 3 წელი ვითამაშე და ბერლინის ნაკრებში ამიყვანეს, სადაც სულ 30 ბავშვი იყო. ამ დროს 13 წლის ვიყავი. 2015 წელს გადავედი "BFC დინამოში", სადაც მეორე სეზონში 22 მატჩში 40 გოლი გავიტანე.

ამის შემდეგ მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან, "მაგდებურგმა" კი საუკეთესო პირობები შემომთავაზა.

- საიდან გქონდა შემოთავაზებები, სანამ "მაგდებურგში" გადახვიდოდი და რატომ აირჩიე ეს კლუბი?
- "ჰამბურგიდან", "მაინციდან", "ჰერტადან" და "უნიონიდან" მქონდა შემოთავაზებები. "მაგდებურგი" იმიტომ ავირჩიე, რომ კარგი ბაზა აქვთ. მითხრეს, რომ პირველივე წლიდან 17-წლამდელთა ბუნდესლიგაში ვითამაშებდი და თუ კარგად გავაგრძელებდი, 17-18 წლიდან პირველ გუნდშიც მომეცემოდა შანსი.

დღეს "მაგდებურგის" 17-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ, მაგრამ 19-წლამდელებში ვვარჯიშობ და ამხანაგურ მატჩებშიც მათამაშეს, სადაც 5 შეხვედრაში 6 გოლი გავიტანე.

- რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- ჯერჯერობით "მაგდებურგში" ვაპირებ თამაშს. მალე 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში თამაში მიწევს. შევეცდები, რომ ბევრი გოლი გავიტანო. მაქვს შანსები, რომ შემდეგი სეზონიდან პირველ გუნდში ვივარჯიშო.

ამ სეზონში 17-წლამდელთა რეგიონლიგაში 15 მატჩი ჩავატარე და 7 გოლი გავიტანე და 8 საგოლე გადაცემა შევასრულე. 10-იანის პოზიციაზე ვთამაშობ.

- თუ გქონია შემოთავაზება გერმანიის ასაკობრივი ნაკრებიდან?
- მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე საქართველო ავირჩიე. აქ დავიბადე, გავიზარდე და ეს ჩემი ქვეყანაა. გერმანიის მოქალაქეობა არ მაქვს. სანაცვლოდ ქართული პასპორტი უნდა დამეთმო, ამიტომ უარი ვთქვი.

- როგორია შენი ერთი დღე, რას აკეთებ დღის განმავლობაში და რა სახის ვარჯიშები გაქვს?
- დილით, 8 საათზე სკოლაში მივდივარ, ორ გაკვეთილს ვესწრები. 10-ის ნახევრისთვის კი პირველი ვარჯიში გვაქვს. ყველა ფეხბურთელი სპეციფიკურად, საკუთარ ნაკლოვანებებზე ვარჯიშობს. შემდეგ ისევ სკოლაში ვბრუნდებით და 4 საათზე უკვე გუნდის ვარჯიშია.

ეს გრაფიკი ორშაბათიდან ოთხშაბათამდე გრძელდება. ამ პერიოდში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ხუთშაბათიდან კი კონკრეტული თამაშისთვის მზადება იწყება, ვსწავლობთ მეტოქეს. ბოლო ვარჯიში კი თამაშამდე გვაქვს.

- "მაგდებურგის" მთავარ გუნდში რამდენიმე თვეა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს. მასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- გიორგი ლორია გავიცანი, ერთად რესტორანშიც ვიყავით. კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ,  ბევრ დროს ვერ ვატარებთ ერთად, სხვადასხვა გრაფიკი გვაქვს და ერთმანეთს ვერ ვემთხვევით.

Sportall.Ge

- საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე რას იტყვი, თუ უყურებ ხოლმე მათ შეხვედრებს?
- თითქმის ყველა შეხვედრას ვუყურებ. ჩემი აზრით, გამოასწორეს თამაში. დალაგებულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, რაც კარგი სანახავია. წლების წინ დაცვაში ვიდექით და მხოლოდ კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.

- რომელია შენი საყვარელი კლუბი, სად ითამაშებდი დიდი სიამოვნებით?
- "ბარსელონა" ჩემი საყვარელი გუნდია და იქ თამაში ჩემი ოცნებაა.

- რას ურჩევ შენზე ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს ახლა იწყებენ?
- ვურჩევ, იყვნენ მონდომებულები. გულით ითამაშონ. თუ წარუმატებელი პერიოდი ექნებათ, გულს ნუ გაიტეხენ, დარჩნენ, გააგრძელონ ვარჯიში. ბევრი შრომის შემდეგ აუცილებლად მოვა შედეგი.

- ქართველ გულშემატკივარს რამეს ხომ არ ეტყოდი, ვინც შენ შესახებ პირველად გაიგებს?
- იმედი მაქვს, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ, ბევრ გოლს შევაგდებ და ჩვენს გუნდს წარმატებებს მოვუტან.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გერმანიის ნაკრებში თამაშს თუ დათანხმდები ბავარიაში შუასაუკუნეების ანტიკვარულ ციხესიმაგრეს, ხუთ ახალ მერსედესს, 30 მილიონიან თხუთმეტკაციან რეაქტიულ თვითმფრინავს, ორ ვერტმფრენს, რომელიც 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი ღირს და ბურუჩაგას ნახმარ საცვალს აძლევდნენ მარა, ქართულმა გენმა გეიმარჯვა!!!
გეიხარე! კაი კაცი ხარ!!!
კ ო მ ბ ლ ე
27 აპრილი 2019 01:50
0
გერმანიის ასაკობრივ ნაკრებში თამაში ხელს არ შეუშლიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში ( თუ რა თქმა უნდა თუ იოახიმ ლიოვი არ გადააფიქრინებდა)
თავბურთელდუ....
25 აპრილი 2019 19:37
0
გაიხარე, შალვა. წარმატებებს გისურვებ. გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ! ოჯახის და ერის სიყვარული და სამსახური ყოველთვის დაგიფასდება.
alexandre
23 აპრილი 2019 11:27
1
ასეთი ბაბუას შვილიშვილი და ასეთი მამის შვილი სხვანაირი ვერ იქნება! აი,ვისგან უნდა აიღონ მაგალითი ახალგაზრდებმა! წარმატებები შაკო!
ზაზა
23 აპრილი 2019 09:55
2
16 წლის ბიჭი მეორე ბუნდესლიგის გუნდის (რომელიც ვარდება მესამე ბუნდესლიგაში) 17 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი ჩემი აზრით არ არის იმედის მომცემი :). გერმანიის ნაკრებიდან შემოთავაზება არა კიდე გერმანიის ეროვნულიდან იძახებდნენ :))) ასაკობრივ ნაკრებებში ეთამაშა გერმანიის ნაკრებში რა პრობლემაა. კარგით რა..
janlukapaluka
23 აპრილი 2019 09:45
5
გაიხარე შალვა, უფლის წყალობით ყველა სურვილი აგსრულებოდეს.
gizog
23 აპრილი 2019 09:39
0
წარმატებები...მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ოჯახი და ქართველი ხალხი..
zvareloma
22 აპრილი 2019 22:36
1
იმედი ჩამესახა,რომ მომავალში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება,შენ კი ჭეშმარიტო ქართველო გისურვებ დაგეჩრდილოს ყველა ფეხბურთის ლეგენდა და შენით გვეამაყოს ქართველებს!
ნანა
22 აპრილი 2019 20:23
0
იმ გუნდის 17 წლამდელებში თამაშობს რომელიც მეორე ლიგიდან მესამეში ვარდება. მაგ გუნდით გაუჭრდება რამის მიღწევა.
janlukapaluka
23 აპრილი 2019 09:47
4
იმედი ჩამესახა,რომ მომავალში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება,შენ კი ჭეშმარიტო ქართველო გისურვებ დაგეჩრდილოს ყველა ფეხბურთის ლეგენდა და შენით გვეამაყოს ქართველებს!
ნანა
22 აპრილი 2019 20:18
0
გენაცვალე ქართველო გულში
ზაზა
22 აპრილი 2019 19:56
0

სიახლეები პოპულარული