ხავის ლამაზი საჯარიმო და საგოლე გადაცემა - შოთა არველაძის "ფახთაქორი" ალ სადთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე შოთა არველაძის გაწვრთნილი "ფახთაქორი" ყატარში "ალ სადს" ეწვია და 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში ლეგენდარულმა ხავი ერნანდესმა გახსნა, რომელმაც მე-9 წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. 30-ე წუთზე უზბეკმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა არველაძის შეგირდებმა მატჩის ბოლოს შეცდომა დაუშვეს, სტუმართა მცველმა ბურთი დროულად არ მოიგერია და საჯარიმოსთან დაკარგა, რომელიც ხავიმ თანაგუნდელს გადასცა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:1.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იმ შეხვედრაში 39 წლის ხავიმ დუბლი შეასრულა.

ტაშკენტის "ფახთაქორი" ჯგუფში 5 ქულით
მესამე პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული