ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში საგოლე გადაცემა გააკეთა

AutoSharing Option
24 აპრილს, ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" სტუმრად 2:1 მოუგო მეორე ადგილზე მყოფ "ლასკს".

კიტეიშვილმა ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად წინა ტურში ითამაშა "ვოლფსბერგერთან" (სახლში 1:2 წააგეს), 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ამჯერად კი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. 61-ე წუთზე იანტშერმა მისი გადაცემით გახსნა ანგარიში, 77-ე წუთზე კი შეცვალეს.

ოთარმა ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატის 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"შტურმი" პირველი ექვსეულის ჯგუფში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა და 28 აპრილს, შემდეგ ტურში "ლასკს" უკვე საკუთარ მოედანზე ეთამაშება.

პაშინგი. "TGW არენა". 5
652 მაყურებელი
ლასკი - ლინცი 1:2
გოლები: 0:1 იანტშერი (61), 0:2 პინკი (74), 1:2 მიცჰორლი (90+3)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული