"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე "გენკთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
"გენტმა" ქართველი ფეხბურთელები გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია "გენკთან" ბელგიის საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურის მატჩის განაცხადში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძე ტრავმა აქვს და საოპერაციოა, თუმცა "გენტის" ოფიციალური ვებგვერდი ამის შესახებ არაფერს წერს და პირიკით ქართველი შემტევი განაცხადშიც კი არის.

"გენტისა" და "გენკს" შორის მატჩი დღეს 27 აპრილს ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
იქნებ ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტად წახვიდე არა?
zura-s
19:59 27-04-2019
0
აი შენ ვინც ამ კომენტარს კითხულობ მანამდე სანამ გამოაქვეყნებ,რომ გადაწყვიტო დადო თუ არა კომენტარებში შენს ხელმძღვანელობას გადაეცი დაურეკონ გიორგის ან მის მენეჯერს თუ არ ვცდები გახოკიძეა და გაარკვიონ რეალურად რა ხდება და ამ დაკოპირებებს შეეშვით 2 კაპიკი გენანებათ დარეკვაში? არ გინდათ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ? თუ ჩემი კომენტარი არ დადეთ თქვენ ყოფილხართ იაფფასიანი საიტი!!!
zura
19:19 27-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული