გიორგი პაპუნაშვილი დაბრუნდა - "სარაგოსამ" მოიგო

AutoSharing Option
გუშინ, 28 აპრილს, გაიმართა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურის მატჩი.

"კორდობამ" "სარაგოსას" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ჩვენთვის სასიხარულოა ის, რომ "სარაგოსას" 3-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველი შემტევი - გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა. გიორგი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა ჰეთ-თრიკის ავტორი მარკ გუალის ნაცვლად. მცირე დროში "პაპუს" გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.

შემდეგ შეხვედრას "სარაგოსა" სახლში, "დეპორტივოსთან" ჩაატარებს. შეხვედრა 4 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

alt"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ

შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ვაისის და მისი ნაკრების მწვრთნელად დამნიშნავების ინტელექტი ამ თაობის ნაკრებისას ძალიან ჩამორჩება. ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,ხარაიშვილი,პაპუნაშვილი,ქვილითაია,(არაბიძის არ ვიცი),დვალი,ტაბიძე,ზარანდია... ამათ კობიაშვილის "პასრედსტვენნი"გუნდი და "ტორმუზი" ვაისი დაღუპავენ
ნუკრი
13:10 30-04-2019
1
მაგან თუ ამხელა კრიზისი დასძლია საბოლოოდ და ჩვეულად ათამაშდა, ჩაჯდა ძირითადში, ნაკრებს მარჯვენა შემტევ ფლანგზე დიდი პრობლემა მოეხსნება, მასთან ერთად მინდორზე ვისურვებდი, დღეის მდგომარეობით რა თქმა უნდა, პარუნაშვილი- აბურჯანიას დუეტს საყრდენ ზონაში,ისინი ფლანგებზედაც იმოქმედებდნენ და იქნებოდნენ დაცვისა და შემტევი ნახევარდაცვის შემაკავშირებელი რგოლი, მათთან ერთად იმოქმედებდა ხარაიშვილი ცენტრში და შემტევი სამეული- კიტეიშვილი, პაპუ და ლობჟანიძე. ერთი ცენტრფორვარდი, ან ქვილითაია ან არველაძე, უფრო კვარაცხელია . ან ებრალიძე ფლანგზე და ლობჟანიძე ცენტრფორვარდად, ეს ყველას აჯობებდა. კარში მაკარიძე და სამი მცველი-ხოჭოლავა, დვალი და ტაბიძე თუ ფორმაში იქნა, ტრამვა მოირჩინა და უკვე გამოჩნდება ძირითადში. პირველი დონის სათადარიგოებში უნდა იყვეს მჭედლიშვილი, ზარანდია, ბუღრიძე,არაბიძე, კობახიძე, კაკაბაძე. ანანიძეს ამ ეტაპზე არ გამოვიძახებდი, რადგან არაა ფორმაში და ნაკრებში შესაძლოა ტრამვაც მიიღოს, ამიტომ სასურველია სეზონი უტრამვოდ ჩაათავოს კრილიაში, დაისვენოს, მოძლიერდეს და მერე ვნახოთ. კაკაბაძე არაა ასევე ფორმაში, კვეკვეს და კანკავას, ასევე კაშიას და ვაკოს დაუძველდათ ფეხბირთი და ვეღარ განვითარდნენ-ნავალოვსკიც მათ რიგებშია ლორიასთან ერთად. მჭედლო და ოქრი კიდე....... თავდამსხმელები კი ჩამოვთვალე. 3-6-1 სქემა და ეს ახალი სასტავი უნდა დააყენოს გიბრალტარია თუ რაღაც, შეათამაშოს სასტავი და მეორე მატჩსაც წარმატებით ჩაატარებს, სხვა შემთხვევაში ნაკრებს მომავალი არ აქვს, რადგან ვაისის , უფრო სწორად ფედერაციის სასტავი რისი მაქნისიცაა ყველამ ვიცით.ამიტომ უნდა დაასვენონ ეხლა მისი წარუმატებელი ხალხი და მათ მისცენ შანსი, ვინც დღესდღეობით ამას ყველაზე მეტად იმსახურებენ. კვერკველია საჭიროა და ამჯერად სკამზე. ესაა სულ წარმატების გასაღები თუ გინდათ და თუ ასე გლახავი გირჩევნიათ, იგლახავეთ ბიძია, ფულს მასედაც კი ღუნავთ. სახელი და კაცობა თქვენ არ გინდათ და უსახელო მაყუთს კი შოულობთ. მაინც ვწერ, იქნებ გაგინათდეთ გონება
ლევანი
14:47 29-04-2019
13
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული