sports.kz: ჯაბა კანკავა "ასტანასთან" გაშვებულ გოლში დამნაშავეა, მაგრამ გაზაევს ეს არ ადარდებს, რატომ? [VIDEO]

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველების "ტობოლი" სტუმრად 1:2 დამარცხდა ლიდერ "ასტანასთან", გოლი კი მასპინძლებმა 90+2-ე წუთზე გაუშვეს. აი, რას წერს ამის შესახებ sports.kz:

"ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ, ფაქტობრივად, "ასტანას" გამარჯვება აჩუქა, მაგრამ კოსტანაელთა მწვრთნელ ვლადიმირ გაზაევს ფეხბურთელთან პრეტენზია არა აქვს.

ეს მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერის პირველი შეცდომა არაა. ყველაფერი დიდწილად იმის გამო ხდება, რომ გაზაევმა კანკავა ჩვეული, საყრდენის პოზიციიდან ცენტრალურ მცველად გადაიყვანა. მიუხედავად გულშემატკივრებისა და მედიასაშუალებების ფეხბურთელის მიმართ კრიტიკისა, "ტობოლის" თავკაცს მ
ისადმი პრეტენზია არა აქვს.

"ჩვენ კანკავას ამ პოზიციაზე სეზონის დასაწყისიდანვე ვათამაშებთ. ის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობს და პრეტენზია არა მაქვს", - ამბობს გაზაევი.

გასაკვირია, რომ ეს გაზაევმა სწორედ "ასტანასთან" ნამატჩევს თქვა, რომელშიც დედაქალაქელთა თავდამსხმელის, რომან მურთაზაევის საჯარიმოში შეჭრისას, კანკავას აშკარად "ჩაეძინა" და მეტოქეს გამარჯვების მოპოვების უფლება მისცა.

ვიდეოში ნათლად ჩანს კანკავას შეცდომა. მეტიც, ჯაბა მურთაზაევს მაისურზე ხელით ექაჩებოდა - "ტობოლის" ახლად გამომცხვარი მცველი უბრალოდ არაკომფორტულად გრძნობს თავს ცენტრბეკის პოზიციაზე. თუმცა, ეტყობა, ეს გაზაევისთვის სულერთია".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს კანკავას კიარა მწვრთნელის შეცდომაა, თორე კანკავაზე მაღალი კლასის ბევრი ყავთ ნეტავ გუნდში?
ჯუბა
11:54 01-05-2019
0
კანკავა რა შუაშია? მწვრთნელმა მერე კარებში რომ ჩააყენოს ესეც მისი ნება იქნება, აბა კანკავას რა უნდა ცენტრალურ მცველად. საყრდენი კანკავაზე მეტი ყავთ?
Geo_Dinamo
13:02 01-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული