გურამ კაშია მოედანს დაუბრუნდა

AutoSharing Option
დღეს დილით, თბილისის დროით 6:00 საათზე, ამერიკის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის მე მე-11 ტურში "სან ხოსე ერსქვეიქსმა" "ცინცინატის" უმასპინძლა. მატჩი სან ხოსელების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე "სან ხოსეს" მცველმა ნიკ ლიმამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიელები 51-ე წუთიდან კაცნაკრულები თამაშობდნენ.

ჩვენთვის სასიამოვნო სიახლე გახლავთ ის, რომ ამ შეხვედრაში 1 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" მცველი გურამ კაშია დაუბრუნდა. კაშია მატჩის 81-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ტომი ტომპსონის ნაცვლად. შეგახსნებთ, გურამს ტრავმა ჰქონდა და 30
მარტის შემდეგ არ უთამაშია. მეორე ქართველი, ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

ამ მოგების შემდეგ კალიფორნიულ გუნდს 11 ქულა აქვს დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

ქართველების კლუბი შემდეგ მატჩს გასვლაზე გამართავს "ნიუ ინგლენდ რევოლუშენის" წინააღმდეგ. შეხვედრა 12 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული