voetbalnieuws.be: გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" დარჩება, გიორგი ბერიძეს კლუბში მომავალი არ გააჩნია

AutoSharing Option
ქართველების "გენტმა" მიმდინარე სეზონი ჩააგდო, ბოლო 8 მატჩიდან ბელგიურმა კლუბმა 7 მარცხი განიცადა და მხოლოდ 1 ფრეს მიაღწია. ასევე დამარცხდა თასის ფინალში "მეხელენთან" (1:2).

ბელგიური გამოცემა voetbalnieuws.be იმ ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ.

"გენტი" იძულებულია, შემადგენლობა გაასუფთაოს. გიორგი ჩაკვეტაძით და ჯონათან დევიდით უცხოური კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ დიდი ალბათობით, ისინი "გენტში" კიდევ ერთი წლით დარჩებიან. იჯარიდან დაბრუნდება გიორგი ბერიძე, რომელსაც, როგორც ჩანს, კლუბში მომავალი არ გააჩნია", - ვკითხულობთ voetbalnieuws.be-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე თვე იუქმებს,
გიორგი ბერიძე კი იჯარის წესით უნგრულ "უიპეშტში" ასპარეზობს, სადაც 26 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ბერიზე კარგი ფეხბურთელი და სპორტსმენია. მას რომ შანსი მიეცეს ნაკრებში, კარგ გუნდში მოხვდება, რადგან ნაკრებში თამაში, ფეხბურთელს სასურველი კონტრაქტის გაკეთებაში ეხმარება. ნაკრებით მოხვდა კანკავა, ლორია და ბარეორი გუნდებში, რომლებშიც ასპარეზობენ.უკეთესი კონტრაქტები ექნებოდათ ბერიძეს, ხარაიშვილს, მჭედლიშვილს, არაბიძეს, პარუნაშვილს, ლობჟანიძეს,მახარაძეს რომ ნაკრებში ეთამაშათ, მაგრამ აქ მხოლოდ ისეთებს ეძახიან და ეხმარებიან როგორც სჩანს, ვინც გამეტებულად უყვართ, და არა იმათ, ვინც ამას იმსახურებს და რეიტინგშიც უფრო მაღლა ვიქნებოდით, ბევრად თან და ირლანდიის დარ ნაკრებებთან აღარ გაგვიჭირდებოდა. საინტერესოა როდემდე გაგრძელდება ეს მორაზმი, რომელიც კაცს ფეხბურთს შეაზარებს მალე.
vava
15:52 07-05-2019
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული