ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ექიმმა კიური ჩაჩაევმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

"ანანიძემ მუხლის სახსარი იტკინა. არაფერი სერიოზული, მაგრამ ჯერ მისთვის თამაში არ შეიძლება. იმისათვის, რათა არ გაგვერისკა, დასვენების საშუალება მივეცით. ვფიქრობ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს", - ციტირებს ჩაჩაევს ТАСС-ი.

ანანიძემ "კრილიაში" 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯანო სამარულ გუნდში იჯარით თამაშობს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი კლუბი "სპარტაკი" კი ტრანსფერზე დაყენებას უპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ