ჯანო ანანიძე: როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და...

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე, რომელიც მოსკოვის "სპარტაკმა" სამარის "კრილია სოვეტოვში" გაანათხოვრა, განაცხადა, რომ "სპარტაკში" დაბრუნება სურს.

"დღეს მძღოლმა მითხრა, ყური მოუკრავს ახალი ამბისთვის, თითქოს "სპარტაკში" დაბრუნება არ მსურს. ამის გაგონება შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის - როგორ თუ არ მინდა დაბრუნება? ეს დიადი კლუბია და მე მსურს დავამტკიცო, რომ იქ თამაშს ვიმსახურებ.

კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაქვს და არ ვიცი, ასეთებს ვინ წერს. იმედი მაქვს, "სპარტაკში" შანსს მომცემენ. შარშან კონონოვის ხელში შესაძლებლობა არ მქონდა - ტრავმა მივიღე, რთული პერიოდი გამოვიარე. ახლა კი ნულიდან
მინდა დავიწყო ახალი ჩემპიონატი; მინდა დავამტკიცო, რომ "სპარტაკის" ფეხბურთელი ვარ და ვიმსახურებ იქ თამაშს.

დაბრუნების საკითხზე ვესაუბრე თუ არა ვინმეს "სპარტაკში"? ჯერ არა. ახლა მათ საკუთარი პრობლემები აქვთ. თქვენც ხედავთ, როგორ და საით მიდის გუნდი.

ახლა კავშირი ჯიქიასთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან მაქვს. რა თქმა უნდა, ჯიქია მელოდება "სპარტაკში" და მეც ეს მინდა. ეს თემა არც ტიმოფეევთან განმიხილავს - ჯერ კიდევ 3 შეხვედრა გვაქვს დარჩენილი. შესაძლოა, პლეი-ოფის თამაშებიც მოგვიწიოს.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, რა და როგორ იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო "კრილიას" ნდობისთვის. აქ პრაქტიკის მისაღებად ჩამოვედი, ჩამოვედი, რათა დავხმარებოდი კლუბს ამოცანის შესრულებაში. თუმცა საბოლოოდ "სპარტაკში" დაბრუნება მინდა" - უთხრა ჯანომ championat-ის ჟურნალისტს.

დაახლოებით 1 თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენა "კრასნოდარს" სურდა. თუმცა, როგორც ჩანს, ანანიძისთვის პრიორიტეტი მოსკოვურ კლუბში დაბრუნებაა.

altჯანო ანანიძემ ისევ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
მარად პერსპექტიული ფეხბურთელი....
jorj
10 მაისი 2019 09:39
4
შენ რას წარმოადგენ?
giorgi
10 მაისი 2019 11:38
19
მემგონი სპარტაკში ჯადო გაუკეთეს ამ ბიჭს. სპარტაკში თამაშს პოლონეთში შვეიცარიაში ბელგიაში ან ჰოლანდიაში თამაში ბევრად სჯობს
ტოტტი
10 მაისი 2019 00:46
12
Kargad uxdian, msuyed.
Baggio
10 მაისი 2019 04:19
1
რავიცი მე ამბიჩIს ნატამაშები მაგალი დონის ფეხბურტი არმინახია სულ არმიმაჩნია რომ დიდი ფეხბურტელია მალახააზ ასატიანის ნახევრიც არა
iko
10 მაისი 2019 08:46
5
ჯანოს "სპარტაკი" დიდ გუნდათ მიაჩნია, სამწუხაროდ. წადი რუსეთიდან, ჯანო. შეიძლება მოასწრო წარმატებით თამაში კარგ ევროპულ გუნდში.
ქართველი
10 მაისი 2019 09:42
5
ქართველ-ს შენ სპარტაკში თამაში დაბალ დონედ მიგაჩნია??? ჯანომ მემგონი თქვენზე უკეთ იცის რომელი გუნდი უკეთესია და რომელი დიადი არამგონია ფეხბურთელზე უფრო მეტი გესმოდეთ..
reali
10 მაისი 2019 10:22
21
დამიწყებთ ეხლა რა შუაშიაო,მაგრამ,გული მტკივა როცა ქართველი ფეხბურთელი,სპარტაკზე იტყვის დიადი კლუბიაო,მე ვფიქრობ,რომც ეგრე იყოს არ უნდა თქვა ბევრი რამის გამო. ჩემთვის პირადად ეგეთი ხალხისთვის ადგილი არ მოიძებნება ჩემს გულში,და სანამ ჯანო ნაკრებში იქნება,შეიძლება აღარც დავესწრო თამაშებს,ჯანოს ვერ ვუწილადებ სიხარულის ცრემლებს და აპლოდისმენტებს(ეგეთი თუ იქნება საერთოდ). ქართველი მაგდენს არ უნდა ბედავდეს,ჩვენს ემოციებზე თამაშს.
ტიმო
10 მაისი 2019 15:01
9
სულ რომ ბირკირკარაზე გხითხონ პასუხი ამდაგავრი უნდა იყოს, მაგრამ საწყენი ეგაა რომ მუღამი არ ააქვთ მოხვდნენ პრემირლიგაში ლა ლიგაში ბუნდესლიგაში... ამათ მემგონი ინგლისურის სწავლა ეზარებათ)) ტი ეტო ია პრიშოლ დავაი პას იოლია)
solo
10 მაისი 2019 13:52
3
აუ ეს რა ცანცარა ყოფილა რააა... ჯერ იმას ამბობდა, გაბრაზებული ვარ სამწვრთნელო შტაბზეო, რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბებზე არაფერს მეუბნებოდნენო და ახლა დაბრუნება მინდაო.. როგორ ვთქვა არ ვიცი, მაგრამ შენ ღირსი არ ხარ ნაკრების, ისედაც ვერ თამაშობ, მუდმივად ტრავმებში ხარ. ამას პლუს ყოვლად უამბიციო და უთავმოყვარეოც ყოფილხარ, სამწუხაროდ.. როგორ შეგეძლო ცხოვრება და კარიერა სხვა დონეზე აგეყვანა ევროპაში, მაგრამ მანდ თვალებში ნაცარს გაყრიან და ისევ "ეტენები" ძაან ტეხავს.. შენთვის დასრულებულია საქართველოს ნაკრები, ასე მგონია. შენ გარეშეც ვიზამთ რამეს.. ( არ დაბლოკოთ )
ზუზუ
10 მაისი 2019 17:40
6
აბა ტრავმა მიიღოო?! როდინდელი ინტერვიუა ის მაინც დაწერეთ.
emigranti
10 მაისი 2019 02:33
0
ორ მილიონ ევრომდე აქვს ჯანოს ხელპასიო და სად არის წამსვლელი მაგაზე არ გიპიქრიატ? სხვაგან ამ ხელპასის ნახევარსაც ვერ მისცემენ, მხოლოდ გრანდი ტუ გადაუხდის ამდენს მარა სამწუხაროდ გრანდებს ჯანო არ უნდატ.
a.a.
10 მაისი 2019 17:57
0
it is getting funny jano
arnold
10 მაისი 2019 13:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული