იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" მატჩში (4:0) გოლი გაიტანა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მწვრთნელმა იური სიომინმა შეაქო.

კვარაცხელია XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

"ხვიჩას გოლის გატანა ბიჭებმა და გულშემატკივრებმა მიულოცეს, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ. როდესაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელი თავს წარმოაჩენს, ეს ქომაგებს ყოველთვის მოსწონთ. ყოჩაღ ხვიჩა. ქართველები მუდამ ვარგობდნენ "ლოკომოტივში".

რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს, ჯერ ამ მოგებას ვიზეიმებთ და შემდეგ "როსტოვთან" დაპირისპირიბაზე ვიფიქრებთ. ჩვენთვის ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავებაც
მნიშვნელოვანია და თასიც. უმთავრესი მომავალი მატჩია - ესაა ჩვენი პრინციპი.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგისკენ მივისწრაფით. კიდევ ორი პაექრობა. წინ რთული პერიოდი გველის", - ციტირებს სიომინს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კაცს ჩვენი ნაკრები ხომ არ ჩავაბაროთ, აა?
11 მაისი 2019 12:18
1
ადმინ, ეს რა შემოიღეთ?მოაშორეთ ერთი სტატიიდან მეორეზე ავტომატურად გადასვლა.თუ რაიმე მინდა,მე თვითონ გადავალ იქ.ვიდეოს ნახვას და სტატიის წაკითხვას ვეღარ ვასწრებ და კომენტარზე ხომ რამდენჯერმე ,მჭირდება უკან დაბრუნება.ნერვების წყვეტაა მხოლოდ.
სოსო
11 მაისი 2019 09:01
0
კარგი კაცია სიომინი
irakli
11 მაისი 2019 09:49
0
სოსო მართალიაა!
ამირანი
11 მაისი 2019 10:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული