დღეს, 12 მაისის დილით "სან ხოსე ერსქუეიქსმა" MLS-ის მე-11 ტურში გასვლითი შეხვედრა გამართა "ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან". საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა შორის იყვნენ.
"სან ხოსეს" არგენტინელმა მწვრთნელმა ვაკო მეორე ტაიმის დასაწყისში შეუშვა მოედანზე. ქართველმა შემტევმა მატჩის 88-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ძლიერად დაარტყა და საკუთარ გუნდს პრესტიჟის გოლი მოუტანა.
შეხვედრა "სან ხოსემ" წააგო - 1:3. კაშია მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ეს ვაკოს პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში.