ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მეხუთედ მოხვდა

AutoSharing Option
"არკას" ქართველი შემტევი ლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გასულ ტურში "ზაგლებიესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:0) 23 წლის ზარანდიამ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს ქართველი ფეხბურთელის მეხუთე აღიარებაა მიმდინარე სეზონში.

Sportall.Ge

მისი გუნდი ექსტრაკლასას რელეგაციის ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს, გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებს და დღეს, 13 მაისს ლიდერ "ვისლას" დაუპირისპირდება.