ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" იჯარა უმთავრდება - მისი სამსახურით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
რუსული კლუბების სატრანსფერო გეგმების შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი მუდამ ოპერატიულად და ობიექტურად იუწყება. ამჯერად მან მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველი ფეხბურთელების, საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

"ღიად რჩება "ლოკომოტივში" ქართველი ლეგიონერების ბედი. კვირკველიაზე ადრეც დავწერე: მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუმცა ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ხვიჩა რკინიგზულ გუნდში იჯარითაა და "ლოკომოტივი" ჯერჯერობით "რუსთავისგან" მისი ტრანსფერის სრულად გამოსყიდვაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. საიჯარო ხელშეკრულებაში კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი არაა შეტანილი, რაც მოლაპარაკების პროცესს ართულებს.

როგორც მრავალრიცხოვანი აგენტები ამტკიცებენ, 18 წლის კვარაცხელიას სამსახურით ევროპული
გუნდები სერიოზულად არიან დაინტერესებულნი, პირველ რიგში, პორტუგალიური, ბელგიური და გერმანული კლუბები. ისინი ხვიჩას პოტენციალს ხედავენ და შეძენის შემდეგ პერსპექტივაში მის ტოპ-ლიგაში უკვე უფრო დიდ თანხად გაყიდვას ისახავენ მიზნად", - წერს არუსტამიანი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველას ევროპა აკერიათ პირზე როგორც ფეხბურთელს ისე გულშემატკივარს. ერთი ვერ გაუგიათ მხოლოდ თუ არ თამაშობ იმ 5 ტოპ ლიგაში,რომელიც ყველამ ვიცით რომელზეც ვამბობ სხვა არის ჭაობი. დანია ბელგია პოლონეთი და ა.შ. მე მაინც ვერ ვხვდები რითი ხელმძღვანელიბენ ის ხალხი ვინც ევროპის გუნდებს ურჩევენ ფეხბურთელებს სათამაშოდ. ალბათ იმით რომ რუსეთი ოკუპანტია და ევროპაში ცხოვრების დონე მაღალია ადამიანის უფლებებს იცავენ და ა.შ. ეგ ვიცი, მაგრამ ფეხბურთთან ამას რა კავშირი აქვს? შეხედეთ აფრიკელ ფეხბურთელებს როგორი ფიზიკური მომზადება აქვთ და მერე ჩვენ ფეხბურთელებს. აი მათ მართლა ეკუთვნით იმ ტოპ ლიგებში თამაში და ამართლებენ კიდეც
დავით 67
26 მაისი 2019 20:07
1
გააჩნია შემოთავაზებას. თუარადა სამწლიანი კონტრაქტი საკმარისია, მეტი არავითარ შემტხვევაში. მოღონიერდება, გადახედავს და წავა ევროპაში.თუ ივარგა და სურვილი ექნა, წინ ვერავინ დაუდგება, ნაკრებშიც გამოიჩენს თავს, თუ ათამაშეს და ეგაა. რა ვიცი ნაკრებში ისეთებს არ ათამაშებენ?
ვასო
14 მაისი 2019 14:02
1
როგორ ილანძღებით ეკრანის და კლავიატურის ლომებო..ვინ მოგცათ უფლება მიუთითოთ რამე? ან ასათიანზე ესე უდიერად რომ საუბრობ შეძლებ პირში უთხრა? თუ სხვა რამე ვიფიქროთ შენზე,
datos me-s
14 მაისი 2019 13:18
3
რუსებთან თუ დარჩა და კონტრაქტი გააფორმა, სკამზე დასვავენ და გააფუჭებენ სანამ რუსეთის ნაკრებში თამაშშს არ დათანხმდება. ერთი ფეხბურთელი მითხარით ტოპ კლასის რომელმაც რუსეთში დაიწყო და გაიზარდა არამარტ ქართველი, ნებისმიერი
Me
14 მაისი 2019 11:32
9
ზინჩენკო გითხრეს უკვე, ჩერიშევი ვალენსიადან! ისე ცნობისთვის გეტყვი რუსეთის პრემიერ ლიგა მეექვსეა ევროპაში. ინგლისი ესპანეთი იტალიის გერმანიის საფრანგეთის შემდეგ. იქნებ ესეც საკამათოა? თუ არ გინდა ამის აღიარება ეს სხვა საქმეა
დავით 67
26 მაისი 2019 19:54
0
ზინჩენკო, უფაში თამაშობდა და ეხლა მანჩესტერ სიტიში თამაშობს. თუ ნიჭი აქვს დიდი კლუბები ყველგან მიწვდებიან ფეხბურთელს მნიშვნელობა არ აქვს სად და რომელ ლიგაში თამაშობს
gio
14 მაისი 2019 13:31
2
ვინმე ნორმალური მრჩეველი თუ ყავს, აუცილებლად ეტყვის, რომ რუსეთიდან დაახვიოს სასწრაფოდ.. კარგია მოსკოვი ქერა საზოგადოება, მაგრამ საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი იქნება ევროპული განვითარება.. მაგრამ მეორე მხრივ, აგერ რას უშვრებიან მაგალითად ჩაკვეტაძეს შუაგულ ევროპაში? ოპერაცია ისე დაუგვიანეს, როდის დაბრუნდება კცმა არ იცის.. ევროპა კარგია, მარა იქაც ყურადღებაა საჭირო..
ქუთაისელი
14 მაისი 2019 09:50
4
Rubinidan ro camovida zuriko uari tqva kontraqtze tan datmobaze cavida rubini da amas ertcelze meti ar ikadra . Tu magari xar da shen talants scorad gamoiyenebtavshi ar agivardea gartoba fb livebi da sportuli cxovrebit icxovreb carmatebas miagcev. Nebis yofa akliat fuls ishovnian arafers ikleben da sportuli rejims agar icaven mere vai ra mouvida chaobia isa ase yvelgan chaobi iqneba tu rejimit ar icxovreb carmatebebi xvicha dzmao. Icxovre sportuli rejimit da 1-2 celshi evropis top ligashi iqnebi
Emigranti
14 მაისი 2019 03:33
3
რეებს ბოდავს ეს ხალხი?! რუსეთში ყველა ფეხბურთელი გაგვიფუჭეს. უნდა წავიდეს რუსეთიდან ყველა ქართველი ფეხბურთელი!
ქ.გ.
14 მაისი 2019 02:05
9
დარჩეს ლოკოში! სიომინს უყვარს ქართველები და ვინც მაგის ხელში ითამაშა ყველამ წარმატებას მიაღწია!
c
13 მაისი 2019 22:42
6
ჯანაშიაზე და ასათიანზე ძლიერი ფეხბურთელი გყავს დღეს საქართველოს ნაკრებში???!
Vakhtang Lobzhanidze
14 მაისი 2019 04:30
3
და ვინ მიაღწია წარმატებას? ჯანაშია და ასათიანი არიან წარმატებული ფეხბურთელები? რუსეთი არის ჭაობი საიდანაც გამოსული და გაზრდილი ფეხბურთელი მე ჯერ არ მინახავს!
dato
13 მაისი 2019 22:59
14
Unda darches jer siomini adzlevs shans da amartlebs kidec. Tan ligazec itamashebs da ufto met gamocdilenas miigebs. Sxvagan rom gadavides sheidxleba skamze dasvan da dzan mcire dro qindes satamasho. Jer niechvios sadac aris jobia
Emigranti
13 მაისი 2019 21:33
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული