"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით სეზონის ბოლომდეა გადასული, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას. შექმნილი ვითარება "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა განმარტა.

"ვფიქრობ, ხვიჩა მომავალში თავს წარმოაჩენს. ისეთ მეგა-კლუბში, როგორიც "ლოკომოტივია", რა სათამაშო დროსაც აძლევენ, დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. დიდი პრაქტიკის და ხედვის მქონე მოსკოვურ კლუბს ხვიჩას პერსპექტივა რომ არ დაენახა, ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდნენ.

ამ ფეხბურთელის პერსპექტივას ჩვენც ვხედავთ და "ლოკომოტივიც". სავსებით რეალურია, რომ კვარაცხელია მოსკოვში ათამაშდება. მთავარია, ყველაფერი კარგად ჰქონდეს და ამასთან,
იღბალიც სჭირდება.

ჩვენ "ლოკომოტივის" წინადადების მოლოდინში ვიმყოფებით. კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მოუმართავთ, რადგან აგვისტომდე დროა, სიჩქარე საჭირო არაა, ფეხბურთელის ბედი წყდება და რაც უნდა იყოს, ეს სერიოზული საკითხია. ვიცი, "ლოკომოტივში" პროფესიონალები მუშაობენ, ამ საკითხით დაკავებულნი არიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კონტრაქტის შესაძლო გამოსასყიდი თანხა? ჯერ ამ საკითხზე არ ჩამოვყალიბებულვართ და ადრეა ამაზე საუბარი.

საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებისას ვალდებულება ავიღეთ, კვარაცხელიას შესახებ არავისთან არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება. მოვილაპარაკეთ, რომ პირველ რიგში "ლოკომოტივია", შემდეგ კი - სხვები. "ლოკომოტივს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს", - განუცხადა მაჭავარიანმა ТАСС-ს.

ცნობისათვის, ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა იუწყა, რომ კვარაცხელიას სამსახურით ევროპული კლუბები არიან დაინტერესებულნი.

altხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" იჯარა უმთავრდება - მისი სამსახურით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

altიური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ქართველები "ლოკომოტივში" მუდამ ვარგობდნენ [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიას მამა: ჩემს შვილს "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" იწვევდნენ

altიური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჯერ მძიმე ტვირთს არ ავკიდებთ



მკითხველის კომენტარები / 9 /
rogor profesorob komble????? rogor yvelam icit vin rogor unda moiqces... tqveni adgili naxet yvelam. xvichas carmatebebi
emigranti
15 მაისი 2019 14:33
1
და დინამო?
მტერი არ უნდა გაიჩინო ფულის გულიზა, მტერი!!! მარა სადაც ფულია ამაზე აღარ ფიქრობენ......
კ ო მ ბ ლ ე
15 მაისი 2019 03:35
1
ჯერ ქართული გესწავლა "გულიზა" :)))
კომბლეს
15 მაისი 2019 16:30
1
მოლოდინში იმყოფებიან, ანუ კბილები უკაწკაწებთ... თანხა? ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, რაც მეტი უფრო უკეთესი... მთავარია მესიზე ნაკლები არ მოითხოვონ, არც ნაკლებია უკვე გაიტანა თურმე, ცოდვაა ბიჭი, დაფასება უნდა, აპა! აგვისტომდე დროა, ოღონდ არაფერი იტკინოს და... აბა ჰე! აბა ჰო!!! რამდენ მილიონს გაქაჩავს??? 200 გადაიხდიან? 250???
რა ნაკრებში? ვინც კი ბურთზე ფეხის მოქნევა ისწავლა, სრაზუ ნაკრებში, დეტსკი სად???
აცალეთ, ჯერ ხომ მთლად ბალღია ტოოო!!!
კ ო მ ბ ლ ე
15 მაისი 2019 03:30
2
საქართველოს მოქალაქეა ეს ბიჭი? ნაკრებში რატომ არ ეძახიან?
ვალერი
15 მაისი 2019 01:27
6
ლორია-გეგეჭკორი-კვირკველია-ხოჭოლავა-გრიგალავა-კანკავა-გვილია-აბურჯანია-ზარანდია-კვარაცხელია-ქვილითაია. მწვრთნელი ქეცბაია! აბა გავიდა სამარგალო :)
c
14 მაისი 2019 20:31
14
მაგრად ასწორებს რაა))) დინამომ აღზარდა საიდანაც უფასოდ წავიდა და ეხლა რუსთავი აკეთებს ფულს)))) იგივე მოხდა დავითაშვილზეც)))) ძაან უმადურობაა
Tbiliseli
14 მაისი 2019 18:55
5
16 წლის იყო სად უნდა დაეყენებინა, აჩვევდნენ ძირითად გუნდს და მომდევნო სეზონში ათამაშებდნენ როგორც სხვა ახალგაზრდებს)))
Tbiliseli
14 მაისი 2019 23:55
0
gamarjoba sheni daeyenebina dziritadshi ar gaeshva uketesi yavs?
kvaracxelia
14 მაისი 2019 21:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული