ოთარ კიტეიშვილმა ლიდერ "ზალცბურგს" გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ლიდერ "ზალცბურგთან".

"ზალცბურგი" ავსტრიის საკლუბო ფეხბურთის აღიარებული ფლაგმანია და მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ კიტეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მან მიმდინარე ჩემპიონატის 28 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მეორე ტაიმში "ზალცბურგმა" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

"შტურმი" 24 ქულით მეხუთე ადგილზეა და 26 მაისს, უკანასკნელ ტურში სტუმრად "ვოლფსბერგერს" შეხვდება.

გრაცი. "მერკურ არენა". 11 486 მაყურებელი
შტურმი - ზალცბურგი 1:2
გოლები: 0:1 დაკა (10),
1:1 კიტეიშვილი (27), 1:2 ჟობოშაი (65)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული