გიორგი ლორიამ "მაგდებურგში" უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
ფოტო:instagram.com/loriagiorgi77
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა "მაგდებურგის" შემადგენლობაში. ქართველი კიპერი გერმანულ კლუბში 2019 წლის იანვარში გადავიდა და 11 შეხვედრაში იცავდა მაგდებურგელთა კარს.

უკანასკნელად გიორგიმ "მაგდებურგში"  19 მაისს, "კიოლნთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუნდის მწვრთნელმა ლორია 86-ე წუთზე შეცვალა, რათა გულშემატკივრებისაგან დამსახურებული აპლოდისმენტები მიეღო. გიორგი "მაგდებურგის" სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მოედნიდან ტაშის თანხლებით გააცილა.

ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში კლუბს ემოციური სიტყვა მიუძღვნა:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "მაგდებურგს", გუნდს, რომელშიც მხოლოდ ნახევარი სეზონი გავატარე, თუმცა ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს აქ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ყველა თანამშრომელს: დირექტორს, სპორტულ დირექტორს, პერსონალს, ავტობუსის მძღოლებს, ყველას, ვინც "მაგდებურგისთვის" მუშაობს. მადლობელი ვარ იმ ფეხბურთელებისა, ვისთან ერთადაც ვიყავი კლუბში. განსაკუთრებული მადლობა კი, გულშემატკივრებს მინდა გადავუხადო, რომლებიც მხარს როგორც გასვლით, ისე საშინაო შეხვედრებში გვიჭერდნენ. მინდა გითხრათ, რომ "მაგდებურგის" გული თქვენ ხართ! ყველაფერი ერთად!!!"

გიორგი ლორიას "მაგდებურგთან" 6-თვიანი კონტრაქტი ჰქონდა. გუნდი მესამე ბუნდესლიგაში გავარდა და ქართველი მეკარეც დაემშვიდობა კლუბს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლორია კვიპროსულ "ანორთოსისს" შეუერთდება, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაია გახდა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
მოაშორეთ ეს უაზრო რეკლამა. შემეზიზღა ვენდისი და საერთოდ რეკლამა. მოაშორეთ!
G.A.L.
20:16 20-05-2019
0
"მაგდებურგი" ხომ ააშენა, ეხლა "ანართოსის" დააყრის ბარაქას. აბა თქვენ იცით ქართველებო, წარმატებები !
ზაზა
18:46 20-05-2019
63
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული