გიორგი არაბიძე პორტუგალიური ლიგის იმედგაცრუებებს შორის მოხვდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელიც "ნასიონალის" ფეხბურთელია, ლიგის იმედგაცრუებებში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა maisfutebol-მ სეზონი შეაჯამა და თითოეული გუნდიდან დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც გამორჩეული იყო და ისიც, ვინც იმედები გაუცრუა გუნდს.

აი, რას წერს გამოცემა არაბიძის შესახებ:

"ნასიონალში“ იმედგაცრუება გიორგი არაბიძე იყო, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი. ბოლო წუთზე "მორეირენშეს" წინააღმდეგ აცილებული პენალტი არის მისი სეზონის შეჯამება და იმის ნათელი მაგალითი, რომ მისი აყვანა სწორი გადაწყვეტილება არ იყო."

რაც შეეხება პორტუგალიურ ლიგაში მოთამაშე კიდევ ორ ქართველს - გიორგი მაკარიძესა და ავთო
ებრალიძეს, გამოცემის მიხედვით, ისინი გამორჩეულები არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით არ ყოფილან თავიანთ კლუბებში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე, მაგ ბავშვის გაფუჭებაში, ვაისას და ფედერაციის ლომის წილი დევს. კაი მწვრთნელი, მაგისგან მსოფლიო დონის ფეხბურთელს დააყენებს, მარა სადაა. შეიძლება ჯერ კიდევ არაა გვიან. მენანება და წარმატებებს ვუსურვებ. თავში ავარდნილის მაგას არაფერი ეტყობა, უბრალოდ ეტყობა პატრონი არა ყავს, თორე პატრონიანებს კაი აგენტები და ნაკრები გარანტირებული აქვთ. ობლებს გამჩენის წყალობა აქვთ და მაგასაც მოხედავს.
zvare
22 მაისი 2019 23:15
17
პრობლემ მწვრთელში კი არა მენტალობაშია. ვაისი კია არა მაგას სტალინი ვერ უსველიდა.
ლევანი
15 აგვისტო 2019 23:03
0
დაახლოებით ჭანტურიას ანალოგიასთან გვაქვს საქმე,თავში ავარდნა და ...მენტალიტეტი ძამია მენტალიტეტი
guria
22 მაისი 2019 19:03
4
ნეტა რატო არ იძახებს ვაისი ნაკრებში?!
gio
22 მაისი 2019 14:27
10
მაჩანჩალა ნასიონალი რომ ასე შეგაფასებს სირცხვილით თავი არც უნდა გამოყო. და არაბიძეს და მისთანა ფეხბურთელებს რომ აქვთ უაზრო ამბიციები და დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე ეგაა გასაკვირი.დამთავრდა ამის ფეხბურთი ისე რომ არც კი დაუწყია
ზაზა
22 მაისი 2019 14:21
3
ისეთი ნიშნის მოგებით სწერთ,ასე მგონია,რომ გაგიხარდათ.ის ხომ ჯერ ისევ პატარა ბიჭია,რომელსაც ხან დითირამბებს ეუბნებიან,ხან კი დაუნდობლად აგინებენ,ბიჭია,რომელმაც ახლახანს მამა დაკარგა და ახლა აღარ იცის,როგორ მოიქცეს.მას გვერდში დადგომა და გამხნევება უნდა,ჭკვიანური რჩევის მიცემა და არა,იარაზე მარილის მოყრა.ახლახანს,95 წლის მამა გარდამეცვალა და ისეთ სტრესებში ვარ,არაფრის კეთების გული აღარა მაქვს,გიორგი კი ჯერ სულ მთლად ბავშვია,თანაც უცხო გარემოში მოხვედრილი,მეგობრისა და მრჩეველის გარეშე.მისგან ყველას რაღაცა უნდა ,მისთვის გაგება კი ალბათ არავის.ასეთ დროს ძალიან ადვილია ადამიანი გატყდეს.ჩვენ ამას ხელს კი არ უნდა ვუწყობდეთ,არამედ ვამხნევებდეთ და მორალურად მხარში ვედგეთ.ეს იქნებოდა სწორი საქციელი და არა ეს წაქცეულზე წიხლის დაჭერა.გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, იპოვის თავის თავში ძალას,განვითარებისათვის.ჩვენ კი ყოველთვის გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან შევხედოთ მის მდგომარეობას.ჩემი აზრით მას ნდობა სჭირდება და როცა ასეთ მწვრთნელს შეხვდება,ბომბივით აფეთქდება.მძლავრი ბომბივით.
სოსო
22 მაისი 2019 16:17
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული