ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საბა კვირკველიამ ტრავმა მიიღო - "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

AutoSharing Option
26 მაისს, რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში ქართველების "ლოკომოტივმა" მოსკოვში 1:0 მოუგო "უფას", მეორე ადგილი დაიკავა და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

"ლოკოს" მცველმა საბა კვირკველიამ მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო, დმიტრი ტარასოვმა შეცვალა, ხოლო 29-ე წუთზე ისიც დაშავდა და მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შევიდა.

კვირკველიამ ჩემპიონატზე 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა, კვარაცხელიამ კი 7 შეხვედრაში ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი.

შეგახსენებთ, "რკინიგზელთა" გუნდმა თასზეც იმარჯვა, მისმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი თქვა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ და კიდევ 1 მატჩი
რომ ჰქონოდათ ჩასატარებელი, თამაშს ვეღარ შეძლებდნენ.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია კვირკველიას ტრავმა და შეძლებს თუ არა, საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს მატჩში დაეხმაროს.

ასევე დაგაინტერესებთ