გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა

AutoSharing Option
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცას" რიგები დატოვა - ამის შესახებ თავად კლუბის ვებგვერდი იუწყება.

მარჯვენა მცველს კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

"აქ 2 სეზონის განმავლობაში ვითამაშე, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. ჩემს პირველ სეზონში მეორე ლიგის ჩემპიონები გავხდით. მინდა კლუბის ყველა წევრს, ფეხბურთელს, მადლობა გადავუხადო. "გორიცას" მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ და აქ გატარებულ შესანიშნავ დროს არასდროს დავივიწყებ", - განაცხადა მჭედლიშვილმა კლუბის ვებგვერდთან.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 22 შეხვედრა გამართა, სადაც 2 საგოლე
გადაცემით გამოირჩა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაბრუნდეს სამტრედიაში , მუშა ბიჭია, ზოგჯერ არ უმართლებს. სამტრედიაში ბოლო სეზონში მისი ბრალეულობით 5 გოლი მიიღო სამტრედიამ კრიტიკულ მომენტებში.ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს!
artanuj
06 ივნისი 2019 20:25
2
მაგარი ბიჭია ეგ მჭედლიშვილი. გუნდი ჯერ უმაღლესში გადავიდა, წელს კი 2 ქულა დააკლდა ევროპა ლიგაზე გასასვლელათ და მაგ ბიჭი მთავარი კაცი იყო მარჯვენა კრაიზე. უთამასებელ და ფორმასი არ მყოფ კაკაბაძეს არ ჯობია? როგორც სჩანს თვალები ტვინს არასწორ ინფორმაციას აწვდის, ვაისის შემთხვევაში. ფედერაცია რას აკეთებს ნეტა?
zvare
05 ივნისი 2019 14:19
4

სიახლეები პოპულარული