ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა გუგეშაშვილი "გრანადაში" გადავიდა და "დილას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
20 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ლა ლიგაში დაბრუნებულ "გრანადაში" გააგრძელებს კარიერას.

გუგეშაშვილი პოლონური "იაგელონიას" ფეხბურთელია და ამჯერად იჯარით "გრანადაში" გაუშვა.

ლუკამ გასული სეზონი "დილაში" ჩაატარა და გორულ კლუბს დაემშვიდობა.

"გორის "დილასთან" საიჯარო ხელშეკურლება ამომეწურა და კარიერას ესპანურ "გრანადაში" გავაგრძელებ. მადლობა მინდა გადავუხადო "დილას", რომ მენდობოდნენ და თავის წარმოჩენის შანსი მომცეს. მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და კლუბის გულშემატკივრებს!!

ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!!", - წერს გუგეშაშვილი "დილას" საიტზე.

"დილამ" გუგეშაშვილს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"გრანადაში"
ძირითადი მეკარე 25 წლის პორტუგალიელი რუი სილვაა და კლუბს გუგეშაშვილის გუნდში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.