"სპარტაკში" დიდი ცვლილებებია - შურლე და ლარსონი დაიმატეს, მელქაძეს უშვებენ, ანანიძეს?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" სერიოზული ცვლილებებია - გუნდმა ნახევარმცველები ანდრე შურლე (დორტმუნდი) და რეზიუან მირზოვი (ტულის არსენალი), თავდამსხმელები ჯორდან ლარსონი (ნორჩეპინგი) და ესეკილ პონსე (აეკ) დაიმატა.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა განაცხადა, რომ გუნდში მალე კიდევ ორი ნახევარმცველი ჩაირიცხება. ყოველივე ამის ფონზე გაურკვეველი რჩება ჯანო ანანიძის ბედი, რომელსაც სისტემატურად ისედაც არ ათამაშებდნენ.

ცნობილი გახდა, რომ ქართული წარმოშობის ფორვარდს, გიორგი მელქაძეს "სახალხო გუნდი" ერთი წლით "ახმატში გაანათხოვრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული