სამწუხაროდ, გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდად წარმატებული არ ყოფილა, ჩვენებურებმა ერთადერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში შეძლო.
ჰოლანდია
ერედივიზიონი. I ტური. "ტვენტეს" რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი აბურჯანიას. ის მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. ერედივიზიონში ახლახან დაბრუნებულმა მისმა გუნდმა კი პირველი ქულა პსვ-სთან მოიპოვა - 1:1.
გერმანია
III ბუნდესლიგა. IV ტური. ლუკა ჰუფნაგელის "უნტერჰაჰინგმა" საკუთარ მოედანზე როსტოკის "ჰანზას" 1:0 სძლია. ქართველი
ბელგია
იუპერლიგა. II ტური. კაცნაკლული "ზულტე ვარეგემი" სტუმრად ლიეჟის "სტანდარტთან" 4:0 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ზარანდია. მან მოედანი 52-ე წუთზე დატოვა.
"გენტმა" "ეუპენი" დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, ბელგიურ კლუბში მყოფი 3 ქართველიდან განაცხადში არცერთი ყოფილა. გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, თუმცა გიორგი ბერიძის და გიორგი ქვილითაიას არყოფნის მიზეზი უცნობია.
პროქსიმუს ლიგა. I ტური
"ბეერსხოტმა" საკუთარ მოედანზე იუპერლიგიდან დაქვეითებული "ლოკორენი" მიიღო და 1:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში განაცხადში არ ყოფილა ირაკლი ბუღრიძე.
"ლომელი" საკუთარ მოედანზე "ვესტერლოსთან" დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში ბექა ვაჩიბერაძემ სრული შეხვედრა ჩაატარა და მე-60 წუთზე გააფრთხილეს.
დანია
სუპერლიგა. IV ტური. საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" საკუთარ მოედანზე "ნორდსიალენდს" 3:1 სძლია. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად იასპარეზა, თუმცა ამჯერად თავი არ გამოუჩენია.
"ესბიერგი" საკუთარ მოედანზე "ოდენსესთან" დამარცხდა. ლაშა პარუნაშვილმა მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და 58-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთი
ექსტრაკლასა. III ტური. გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" გდანსკის "ლეხიასთან" 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და მე-60 წუთზე შეცვალეს.
ვარშავის "ლეგია" საკუთარ მოედანზე "სლასკს" დაუზავდა - 0:0. ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
"არკა" საკუთარ მოედანზე "კორონას" დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში მე-80 წუთზე გამოჩნდა დავით სხირტლაძე, სტუმართა შემადგენლობაში კი ვატო არველაძეს არ უთამაშია.
შვეიცარია
სუპერლიგა. III ტური. "ლუცერნი" სტუმრად "სერვეტთან" დამარცხდა - 0:1. ოთარ კაკაბაძემ სრული მატჩი ჩაატარა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.
ასევე სტუმრად დამარცხდა "ციურიხიც", ლევან ხარაბაძის გუნდმა "სიონთან" 1:3 დათმო. საქართველოს ნაკრების განაპირა მცველმა კაკაბაძის მსგავსად 90 წუთი ითამაშა.
ავსტრია
ბუნდესლიგა. II ტური. ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ვოლფსბერგერს" 1:0 სძლია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცელი 83-ე წუთზე შეცვალეს.
ჩეხეთი
ფორტუნა ლიგა. IV ტური. "სლოვაცკომ" "ზლინს" 1:0 სძლია. ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.
უნგრეთი
OTP ლიგა. I ტური. სადებიუტო შეხვედრაშივე გოლით გამოირჩა "მეზოკოვეშდის" ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე. მისმა გუნდმა 1:0 სძლია "ზალაეგერჟეგის".
რუსეთი
პრემიერლიგა. IV ტური. რუსეთში ქართველებს წარმატებული ტური ნამდვილად არ ჰქონიათ. "რუბინმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა, ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა, ბექა მიქელთაძე და ზურიკო დავითაშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
პირველი მათგანი 81-ე წუთზე შეცვალეს, მე-60-ზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. დავითაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა, 65-ე წუთზე კი მოედანზე კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლაი ყიფიანი გამოჩნდა, რომელიც "რუბინში" "რუსთავიდან" გადავიდა.
90 წუთი გაატარა მოედანზე ჯიმი ტაბიძემ, მისი "უფასა" და "ტამბოვის" შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.
ტულის "არსენალმა" "სოჭის" 1:0 სძლია. გია გრიგალავა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
კვლავ არ უთამაშია მოსკოვის "ლოკომოტივის" რიგებში საბა კვირკველიას. მისმა გუნდმა "კრილია სოვეტოვს" 2:1 სძლია.
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა მოსკოვური დერბი "სპარტაკსა" და "დინამოს" შორის. ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე ანდრე შურლემ შეცვალა.
უკრაინა
პრემიერლიგა. II ტური. დონეცკის "შახტარმა" "კარპატის" 3:0 სძლია. დავით ხოჭოლავამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
"დესნამ" საკუთარ მოედანზე "ვორსკლა" 2:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ანდრო გიორგაძე განაცხადში არ ყოფილა.
ყაზახეთი
პრემიერლიგა. XXI ტური. "ტარაზმა" საკუთარ მოედანზე კახა ცხადაძის "ორდაბასის" 1:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლაშა კასრაძემ, ელგუჯა ლობჯანიძე განაცხადში არ ყოფილა.

როგორც იქნა, სამი ქულა მოიპოვა "ტობოლმა", რომელმაც სტუმრად "ატირაუს" სძლია - 1:0. ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდმა "ასტანას" მარცხით ისარგებლა და პირველობა დაიბრუნა. პირველმა მათგანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, კვეკვესკირი კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.
აშშ
MLS. ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას "სან ხოსემ" "კოლუმბუს ქრიუსთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. ორივე ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა.