ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა და "რუბინი" ცსკა-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ქართველების "რუბინი" სახლში 0:1 დამარცხდა ცსკა-სთან.

"რუბინის" კარგი სტარტის შემდეგ ყაზანში მოსკოვის ცსკა-სთან მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 26-ათასიან სტადიონზე გუნდის საგულშემატკივროდ 20 791 მაყურებელი მივიდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად და აქტიურად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, ბექა მიქელთაძე პირველად დააყენეს სასტარტოში და 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გუნდის ახალწვეული ნიკოლაი ყიფიანი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"რუბინის" მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაციებულია და ამიტომ ვერ ითამაშა, თუმცა დღეს ვარჯიშს შეუდგება, ყიფიანი კი
გუნდში ახლახან მივიდა, ადაპტირება ვერ მოასწრო და ბევრი შეცდომა დაუშვა.

"რუბინი" 7 ქულით მე-8 ადგილზეა და 10 აგვისტოს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ