Marca: გიორგი პაპუნაშვილი გუნდს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca "რეალ სარაგოსას" შესახებ წერს და ერთ-ერთ ქვეთავს გიორგი პაპუნაშვილს უძღვნის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პაპუ გუნდს 1-კვირიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.

მოგეხსენებათ, პაპუნაშვილს მუხლის ძველი ტრავმა გაურთულდა და საავადმყოფოში შემოწმებაზე იყო.

საბედნიეროდ, გამოკვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა და ქართველი შემტევიც გუნდს დაუბრუნდა. Marca-ს მიხედვით, თუ ყველაფერი რიგზე იქნა, პაპუნაშვილი "სარაგოსას" შემადგენლობაში თამაშს სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურშიც შეძლებს.

ასევე, კიდევ ერთი ესპანური გამოცემა Heraldo.es წერს, რომ გუნდში დაბრუნების მიუხედავად, გიორგი პაპუნაშვილს კიდევ ერთი გამოკვლევის ჩატარება მოუწევს, რათა სავარაუდო საფრთხეები ბოლომდე
გამოირიცხოს. ასევე, აღნიშნულ სტატიაში ავტორი პაპუნაშვილის გუნდთან ერთად ვარჯიშის პროცესის ფოტოსაც აქვეყნებს.

Sportall.Ge
პაპუნაშვილი შუაში, ზურგით

სეგუნდა დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრას "რეალ სარაგოსა" 17 აგვისტოს სახლში "ტენერიფეს" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი პაპუნაშვილი კი "სარაგოსაში" მესამე სეზონს ატარებს. ამ დროის განმავლობაში პაპუმ სეგუნდას 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1800 წუთი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ამბავი. უფალო დაიფარე ტრავმებისაგან გთხოვთ.
emigranti
06 აგვისტო 2019 02:26
0

სიახლეები პოპულარული