ავსტრიული გამოცემა: ოთარ კიტეიშვილი "შტურმის" ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ავსტრიულმა გამოცემამ, sturmnetz.at-მა "ვოლფსბერგერთან" შეხვედრაში მონაწილე "შტურმის" ფეხბურთელების თამაში შეაფასა და ოთარ კიტეიშვილსაც შეეხო, რომელმაც შეხვედრაში 83 წუთი ითამაშა.

გამოცემამ ქართველ ნახევარმცველს 2.5 ქულა დაუწერა (საუკეთესო არის 1 ქულა, ყველაზე ცუდი 5) და აღნიშნა:

"ქართველმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ღირსია, იყოს "შტურმის" ძირითადი შემადგენლობის წევრი, როგორც შემტევი ფეხბურთის, ისე დაცვითი ტაქტიკით თამაშის დროს.

ის დაცვაში კარგად ვერ თამაშობს, ამისთვის ძალა არ ჰყოფნის. ამ შეხვედრაში მთელი მისი ენერგია გოლის გატანისკენ იყო მიმართული.

მასზე უკეთესად მეტოქის კართან საფრთხის შექმნა გუნდში არავის
შეუძლია. ის "შტურმის" შეტევის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. კიტეიშვილი ბურთთან მოპყრობის შესანიშნავი მანერით გრაცის "შტურმის" ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია".

2 ტურის შემდეგ მოპოვებული 2 გამარჯვებით გრაცის "შტურმი" ავსტრიის ბუნდესლიგას "ზალცბურგსა" და ლასკ-თან ერთად ლიდერობს. ამ ორ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოუმატებს.იგი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მთავარია ტრამვა არ მიიღოს. თუ ასე მოხდა, უკეთეს ლიგასი ითამაშებს, სეზონის ბოლოს უკვე მზად იქნება ამისათვის
ვასო
22:38 06-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული