სად გააგრძელებს კარიერას ლევან მჭედლიძე? - ქართველით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Calabriasport24.net-ი აცხადებს, რომ იტალიის სერია B-ს კლუბი "კოსენცა" ლევან მჭედლიძით არის დაინტერესებული და მის აყვანაზე სერიოზულად მუშაობს.

გამოცემა უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარებას ელოდება.

"კოსენცამ" გასული სეზონი სერია B-ში გაატარა და 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, 4 ქულა დააკლდა სერია A-ს პლეი-ოფში მოსახვედრად.

იქამდე კი, კლუბი იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, ძირითადად, სერია C-ში. გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ჯენარო ტუტინო დაკარგა, რომელიც "ნაპოლიდან" იჯარით ჰყავდათ აყვანილი და ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან.

ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი სწორედ "ემპოლის" რიგებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
10 წელი თამაშობდა.ცოტა ზედმეტი ნათქვამი ხომ არ არის?
ლაშა
07 აგვისტო 2019 16:11
1
შეიძლება ვცდები, მაგრამ აი არ მჯერავს რომ სერია ბ-ს 10-ე ადგილზე გასული გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ქართული უმაღლესის ოთხეული გუნდი!!!(თუგინდ ჩიხურა, რომ აღარაფერი ვთქვათ დინამოზე,საბურთალოზე, ბათუმზე ან ყოფილ ტორპეტოზე..)
ვთქვათ თეორიულად რომ ორ რაუნდიანად დაუპირისპირო სერია ბე-ს 10-ე გუნდი და ქართული უმაღლესის 4 დან რომელიმე და ამ უკანასკნელმა წააგოს.. მაშინ ჩვენი ფეხბურთის დედაც..
ხოდა ანუ რისი თქმა მინდა რომ შეიძლება არც აქ დაახიეს კალთები მჭედლიძეს მოდიო და ისიც მესმის რომ იქ უკეთესი პირობებია (მათ შორის ცხოვრების), მაგრამ ჯერ კიდევ 30 წლამდე ფეხბურთელი რომ არჩევანს არა უფფრო ძლიერ გუნდზე არამედ კომფორტზე აკეთებ, მგონია რომ მინიმუმ არასწორია..
თვითონ უკეთ იცის.. წარმატებები ლევანს!
Levan
07 აგვისტო 2019 17:12
3
მიბაძე ყენიას
nodarichi123
07 აგვისტო 2019 15:38
1
ბევრი ვარჯიში, მაგის ფორმაში ყოფნა აუცილებელია ნაკრებისთვის ღმერთმა ტრამვები გაშოროს
irakli
07 აგვისტო 2019 15:44
4
კაცი 10 წელია იტალიაში ცხოვრობს.ევროპულ ქვეყანაში სადაც საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გარბის ვისაც შეუძლია და აქ ამ უპერსპექტივო,ჩამორჩენილ ქვეყანაში გინდათ რომ დაბრუნდეს? დებილი გგონიათ?
ავოიე
07 აგვისტო 2019 20:23
1
არ დაბლოკოთ გაპიცებთ ეს კაცი ფეხბურთელია?
ზუურ.
07 აგვისტო 2019 21:14
4
ამის ნათამაშები არ გაიშვა...ტიპი მოსიარულე ტრამვა...ზის სკამზე იღებს ხელფასს..ყენიას რომ მიბაძოს დათმობაზე წასვლა მოუწევს რაც არამგონია იკადროს!!!
z.777
07 აგვისტო 2019 17:10
1
ეფიქრა დინამოს ფეიენოორდთან მატჩამდე ამის დამატებაზე
ზვიადი
07 აგვისტო 2019 15:34
2
წამოდი საბურთალოში
wintermen
07 აგვისტო 2019 15:25
2
"კოზენცაა" თუ კათარზისი?
ირაკლი
07 აგვისტო 2019 15:15
0

სიახლეები პოპულარული