სად გააგრძელებს კარიერას ლევან მჭედლიძე? - ქართველით იტალიური კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Calabriasport24.net-ი აცხადებს, რომ იტალიის სერია B-ს კლუბი "კოსენცა" ლევან მჭედლიძით არის დაინტერესებული და მის აყვანაზე სერიოზულად მუშაობს.

გამოცემა უახლოეს დღეებში მოვლენების განვითარებას ელოდება.

"კოსენცამ" გასული სეზონი სერია B-ში გაატარა და 46 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, 4 ქულა დააკლდა სერია A-ს პლეი-ოფში მოსახვედრად.

იქამდე კი, კლუბი იტალიის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა, ძირითადად, სერია C-ში. გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ჯენარო ტუტინო დაკარგა, რომელიც "ნაპოლიდან" იჯარით ჰყავდათ აყვანილი და ახალი თავდამსხმელის ძიებაში არიან.

ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" ამ ზაფხულს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელი სწორედ "ემპოლის" რიგებში თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბოლო ნაკრებში თამაში, რომ ვნახე ძალიან ცუდ ფორმაში იყო, საქართველოს ჩემპიონატის დონესთან არის მიახლოვებული.
x.x
07 აგვისტო 2019 16:25
2
დინამოში ვეღარ მოხვდება. დინამო ფეიენოორდს ეთამაშება.ფეიენოორდს რამდენი იტალიური გუნდი ჯობია? საუკეთესო ეპოქაში მახიმუმ 5. და იტალიაში თუ ვერ თამაშობს არც დინამოში ივარგებს.
ddgfdf
07 აგვისტო 2019 19:55
4
Seria b eshi tamashi urchevnia imitom rom asetu ise ufrometi skautia italiuri presa da ufro met yuradgebas miiqcevs vidre chveni qartuli skautebi da presis yuradgeba. Tu ar daitanjeba tranvebit da atamashda seriashi dabrunebis metishansi aqvs
Va-Le
08 აგვისტო 2019 12:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული