რომელია გიორგი? - La Gazzetta dello Sport-მა ჩაკვეტაძე ტალანტების სიაში შეიყვანა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო 20 წლამდე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, სადაც "გენტის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიყვანა.

აღნიშნულ ჩამონათვალში ქართველი ნახევარმცველი 53-ე ადგილს იკავებს, ხოლო სიის სათავეში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო გახლავთ.

ტოპ 5 ტალანტს შორის მოხვდნენ მატიას დე ლიხტი, კაი ჰავერცი, ვინისიუს ჟუნიორი და ჟოაუ ფელიში.

გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად აღდგენით პროცესს გადის და მოედანს ოქტომბერში უნდა დაუბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დავითაშვილი კვარაცხელია აი სუპერ ტალანტები, ესენია მომავალი ქართული ფეხბურთის,,ახლოსაც ვერ მივა სხვები ამათან,ჩაკვეტაძეც კარგია..
ლომა
10 აგვისტო 2019 18:41
0
ლევან ყენია უფრო ნიჭიერი იყო. გიორგის ყველამ ერთად მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ
შოკირებული გულშემატკივარი
08 აგვისტო 2019 15:55
9
ყენია უკვე დიდ ფეხბურთს თამაშობდა ! მაგატი რომ ლაწირაკს შალკეს ძირითადში დაგაყენებს , ესეიგი უკვე მაგარი ხარ !მაგატმა გაზარდა და მაგატმა დაღუპა !
კახაბერი
08 აგვისტო 2019 20:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული