ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რომელია გიორგი? - La Gazzetta dello Sport-მა ჩაკვეტაძე ტალანტების სიაში შეიყვანა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო 20 წლამდე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, სადაც "გენტის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიყვანა.

აღნიშნულ ჩამონათვალში ქართველი ნახევარმცველი 53-ე ადგილს იკავებს, ხოლო სიის სათავეში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო გახლავთ.

ტოპ 5 ტალანტს შორის მოხვდნენ მატიას დე ლიხტი, კაი ჰავერცი, ვინისიუს ჟუნიორი და ჟოაუ ფელიში.

გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად აღდგენით პროცესს გადის და მოედანს ოქტომბერში უნდა დაუბრუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ