საბა ლობჟანიძე: "ბრონდბიუ" მომწონს, მაგრამ "რანდერსის" ფეხბურთელი ვარ

AutoSharing Option
დანიური გამოცემა bt.dk საბა ლობჟანიძის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ფეხბურთელმა "ოლბორგდთან" წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ გააკეთა:

"მეც მსმენია ხმები "ბრონდბიუს" ინტერესის შესახებ. ერთადერთი რამ ამ კლუბზე შემიძლია ვთქვა ის გახლავთ, რომ მომწონს "ბრონდბიუ", ის დიდი გუნდია, თუმცა ტრანსფერზე არაფერი ვიცი. ამ საკითხზე ჩემი აგენტი ზრუნავს.

ძალიან კარგი იქნება სხვა ქვეყანაში, უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლა, თუმცა ახლა მე "რანდერსის" ფეხბურთელი ვარ. წარმოდგენა არ მაქვს შეიცვლება თუ არა რამე"- განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

აქამდე დანიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბრონდბიუმ" "რანდერსს" საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ
4.5 მილიონი კრონა შესთავაზა, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო გახლავთ, თუმცა "რანდერსმა" ეს წინადადება უარყო და ლობჟანიძეში უფრო მეტს ითხოვს.

alt"ბრონდბიუმ" საბა ლობჟანიძის სანაცვლოდ "რანდერსს" 4.5 მილიონი კრონა შესთავაზა

altსაბა ლობჟანიძემ დანიაში დუბლი შეასრულა [VIDEO]

altსაბა ლობჟანიძე ტურის სიმბოლურში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ბრონდბიუ რა ნახევერი მილიონი ევრო, ტიპი დაფრინავს. ჰოლანდია მოუხდებოდა საბას
გოჩა
13:55 10-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული