"გენტის" ქართველები განაცხადში დააბრუნეს, მაგრამ ათამაშებენ?

AutoSharing Option
"გენტის" ქართველი ლეგიონერები არასახარბიელო ვითარებაში არიან.

გიორგი ჩაკვეტაძე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის, გიორგი ქვილითაია ლარნაკას აელ-თან ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინასწარ განაცხადში შეიყვანეს, მაგრამ საბოლოო განაცხადში არ მოხვდა, გიორგი ბერიძემ კი ბოლოს 28 ივლისს ითამაშა "შარლერუასთან" და ისიც მხოლოდ 13 წუთი. არადა, წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრებში 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

დღეს, 11 აგვისტოს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურში სტუმრად "მუსკრონს" დაუპირისპირდება და ქვილითაია და ბერიძე განაცხადში არიან, მაგრამ ათამაშებენ კი?

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯობია ამ დროისტვის იარემჰუკი ქვილიტაიას ცვენდა სამწუხაროდ,ბერიზეზეც რავი ამხანაგურებიტ ვერ იმსჯელებ,ერტი ცჰაკვეა უალტერნატივოდ მანდ
L.J.
17:17 11-08-2019
1
საბურთალოს ვურჩევდი, თუ ევროპა ლიგის ჯგუფში შევა, ბერიძის და ქვილითაიას იჯარაზე იმუშაოს, ძალიან გამოადგებათ ორივე ფეხბურთელი
1

სიახლეები პოპულარული