დღეს, 11 აგვისტოს დილით MLS-ის 24-ე ტურში "კოლორადო რაპიდსის" წინააღმდეგ სეზონის მე-11 გოლი გაიატანა ვაკო ყაზაიშვილმა, რომლის "სან ხოსე ერსქვეიქსი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა.
ვაკომ ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა და ეს მისთვის ამერიკის მთავარი ლიგის წლევანდელ სეზონში მე-8 გატანილი გოლი იყო, 3 გოლი ყაზაიშვილმა ამერიკის თასზე გაიტანა.
მეორე ქართველი, გურამ კაშია ვაკოს მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ამ მარცხის შემდეგ "სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "სიეტლს" 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველების გუნდი ისევ გასვლაზე, "კანზას სიტის" წინააღმდეგ 18 აგვისტოს გამართავს.