"სან ხოსეს" ლეგენდამ ყაზაიშვილი შეაქო: ალბათ შეამჩნევდით, რომ ვაკო...

AutoSharing Option
MLS-ის მორიგ ტურში გატანილი გოლის შემდეგ "სან ხოსეს" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კლუბის კაპიტანმა და ლეგენდამ კრის ვონდოლოვსკიმ შეაქო.

"ის საოცრად თამაშობს. ვფიქრობ ვაკო
ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, ყოველთვის იყენებს საკუთარ ტექნიკას, მაგრამ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ დაცვით ფაზაშიც შესანიშნავად მოქმედებდა. ის გასაოცარია", - განაცხადა 36 წლის ვონდოლოვსკიმ, რომელიც "სან ხოსეს" საუკეთესო ბომბარდირია.

ყაზაიშვილისა და კაშიას "სან ხოსე" "კოლორადო რეპიდსთან" დამარცხდა, ვაკომ კი ბოლო 9 შეხვედრაში მე-7-დ გაიტანა.

ქართველების გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს.

altვაკო ყაზაიშვილის ბილიარდის სიზუსტით გატანილი მორიგი გოლი

MLS-ში [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 4 /
სამ-ხოსე არ ვიცი,მაგრამ ოთხ-ხოსე კაი გუნდია... დაუკვირდით რას წერთ მეგობრებო
:)
12 აგვისტო 2019 03:52
1
ვაკოზე ბევრი იქნება დამოკიდებული გაზაფხულზე ...
benji
11 აგვისტო 2019 18:52
0
სან-ხოსეს ყველა თამაშს უყურებ,და გამო მართლაც კარგ ფორმაშია.ერთი რამ მინდა ავღნიშნო,ფიზიკურადაც უფრო ძლიერი გახდა რაც უდავოდ კარგია.ასევე მინდა, რომ ნაკრებში გააგრძელოს თამაში.
კახა ქ.
11 აგვისტო 2019 16:36
0
ზუსტად ასეთი ვაკო გვჭირდება ნაკრებში.
სოსო
11 აგვისტო 2019 16:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული