11 აგვისტოს, ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "მუსკრონთან".
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი განაცხადში არ იყო, "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია სასტარტოში არ დააყენა და 63-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
ნახევარმცველი გიორგი ბერიძე კი შეიყვანა წინასამატჩო განაცხადში, მაგრამ შემდეგ განაცხადიდან გამოიყვანა.
ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
"გენტი" 4 ქულით მე-8 ადგილზეა და 18 აგვისტოს, შემდეგ ტურში "ოსტენდეს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 15 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში
ლარნაკის აეკ-ს მიიღებს.