"ანორთოსისს" ერთი ქართველი ტოვებს? - რა სიტუაციაა ქეცბაიას გუნდში

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული გამოცემა წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ნიკა კაჭარავამ ფამაგუსტის "ანორთოსისი" დატოვოს.

კაჭარავას წასვლას, ჟურნალისტების ცნობით, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ "ანორთოსისმა" ძალიან ბევრი ფეხბურთელი (15) დაიმატა, თუმცა ქეცბაიას ფორვარდის უკან მოთამაშე შემტევი სჭირდება, ბიუჯეტში კი საკმარისი თანხა არაა. ამის ფონზე, კაჭარავა წლიურად 200 000 ევროზე მეტს იღებს.

ამას ემატება ისიც, რომ "ანორთოსისმა" ცენტრფორვარდი შეიძინა. აქამდე კაჭარავა სათადარიგო 9 ნომერი იყო, ხოლო ამ სეზონში მე-3 იქნება და ეს ახალგაზრდა ქართველის ინტერესებში არ შედის, მას თამაში
უნდა.

როგორც გამოცემები წერენ, კაჭარავა ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს და თუ შესაბამისი ვარიანტი იპოვა, ყველა მხარე კმაყოფილი იქნება.

კაჭარავას გარდა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ. "ანორთოსისი" სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 24 აგვისტოს აელ-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტა მართლა ჩამოვიდეს, ბათუმს არაფერი დაეწუნება, რატომაც არა, ნაკრების ხალხიც დახვდებოდა. საბურთალოსაც მოუხდებოდა, როლოვიჩი და გაბედავა ყავთ მარტო თავდასხმაში, თან წინ ევროპა ლიგაა.
ლაშა
12 აგვისტო 2019 20:44
1
საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი როგორ უნდა გინდოდეს!!! პასს ეს ვერ აკეთებს მატაობა არ იცის თითქმის ყველა ორთაბრძოლაში ჯარიმდება!!1 გაფიცებ ყველაფერს ერთი კომპონენტი მაინც მითხარი რომელი მოგწონს ძაან გთხოვ!!!თუ მარსიდან ხარ ბაზარი არ არი გეპატიება!!!
777
12 აგვისტო 2019 18:31
3
ეს არ არის კარგი
Sarapan
12 აგვისტო 2019 18:31
1
საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი როგორ უნდა გინდოდეს!!! პასს ეს ვერ აკეთებს მატაობა არ იცის თითქმის ყველა ორთაბრძოლაში ჯარიმდება!!1 გაფიცებ ყველაფერს ერთი კომპონენტი მაინც მითხარი რომელი მოგწონს ძაან გთხოვ!!!თუ მარსიდან ხარ ბაზარი არ არი გეპატიება!!!
777
12 აგვისტო 2019 18:24
2
777-ს,

დვალიშვილი და საბანძე ჰყავს ბათუმს თავდასხმაში და კაჭარავას რა დაუწუნე ერთი?!
Burton
12 აგვისტო 2019 18:04
3
კაჭარავას არაფერი არ დაეწუნება რა თქმა უნდა. უბრალოდ ბათუმში როგორ უნდა წამოვიდეს კაცი თუ 200 ათასს იღებს კვიპროსში? ბათუმის დინამოს 2500 ლარი თვეში დააკმაყოფილებს?
ბათუმი
12 აგვისტო 2019 18:39
2
მაგარი გულშემატკივარი ყოფილხარ ბათუმის!!! ვაი შენს ფეხბურტის ცოდნას რა ვუთხარი მე!!!
777
12 აგვისტო 2019 17:22
13
უკანალს გაუფრთხილდი არ გაგისკდეს შურით)
ბათუმის ფანი
12 აგვისტო 2019 18:00
0
ნიკა წამოდი ბათუმის დინამოში!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
12 აგვისტო 2019 14:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული