"ანორთოსისს" ერთი ქართველი ტოვებს? - რა სიტუაციაა ქეცბაიას გუნდში

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული გამოცემა წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ნიკა კაჭარავამ ფამაგუსტის "ანორთოსისი" დატოვოს.

კაჭარავას წასვლას, ჟურნალისტების ცნობით, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ "ანორთოსისმა" ძალიან ბევრი ფეხბურთელი (15) დაიმატა, თუმცა ქეცბაიას ფორვარდის უკან მოთამაშე შემტევი სჭირდება, ბიუჯეტში კი საკმარისი თანხა არაა. ამის ფონზე, კაჭარავა წლიურად 200 000 ევროზე მეტს იღებს.

ამას ემატება ისიც, რომ "ანორთოსისმა" ცენტრფორვარდი შეიძინა. აქამდე კაჭარავა სათადარიგო 9 ნომერი იყო, ხოლო ამ სეზონში მე-3 იქნება და ეს ახალგაზრდა ქართველის ინტერესებში არ შედის, მას თამაში
უნდა.

როგორც გამოცემები წერენ, კაჭარავა ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს და თუ შესაბამისი ვარიანტი იპოვა, ყველა მხარე კმაყოფილი იქნება.

კაჭარავას გარდა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ. "ანორთოსისი" სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 24 აგვისტოს აელ-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნეტა მართლა ჩამოვიდეს, ბათუმს არაფერი დაეწუნება, რატომაც არა, ნაკრების ხალხიც დახვდებოდა. საბურთალოსაც მოუხდებოდა, როლოვიჩი და გაბედავა ყავთ მარტო თავდასხმაში, თან წინ ევროპა ლიგაა.
ლაშა
20:44 12-08-2019
1
საყვარელი გუნდის შემადგენლობაში ასეთი ფეხბურთელი როგორ უნდა გინდოდეს!!! პასს ეს ვერ აკეთებს მატაობა არ იცის თითქმის ყველა ორთაბრძოლაში ჯარიმდება!!1 გაფიცებ ყველაფერს ერთი კომპონენტი მაინც მითხარი რომელი მოგწონს ძაან გთხოვ!!!თუ მარსიდან ხარ ბაზარი არ არი გეპატიება!!!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული