ლაშა შინდაგორიძემ ბელორუსში პირველივე მატჩში გაიტანა და მწვრთნელი აღაფრთოვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელორუსის სოლიგორსკის "შახტიორში" ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.

"მეშახტეებმა" საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურეს გროდნოს "ნემანი", შინდაგორიძე კი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 87-ე წუთზე თავურით გოლი გაიტანა.

ნამატჩევს ჩვენებური მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა შეაქო: "შეასრულა. ბურთი კარგად მიაწოდეს, დაარტყა. დაარტყა, ვფიქრობ, ყველაფერი დაინახა და სიტუაცია შეაფასა, სპეციალურად მოჭრა ბურთი შორეულ კუთხეში. ეპიზოდი ძალიან ხარისხიანად დაასრულა. ის შევისწავლეთ და ვიცოდით, რაც შეუძლია. ჰქონდა მომენტი და გამოიყენა. თუმცა, მთლიანობაში ჯერ ადაპტაცია სჭირდება. გასაგებია, ეს ასე ადვილი არაა".

ლაშა "შახტიორში"
"საბურთალოდან" 6 აგვისტოს გადავიდა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულმდე გაუფორმეს.

"შახტიორი" 17 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა, პირველადგილოსან ბრესტის "დინამოს" 8, ხოლო მეორეადგილოსან "ბატეს" 6 ქულით ჩამორჩება და თან 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სოლიგორსკელები 18 აგვისტოს, მორიგ ტურში სტუმრად "სლუცკს" შეხვდებიან, იქამდე კი, 15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ტორინოს" უმასპინძლებენ. ცნობისათვის, პირველი მატჩი ტურინულმა გუნდმა 5:0 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ra belorusiis chempionati sad garbixart es pegburtelebi, magas jobda chen gunds daxmarebodi 100 larit meti cheizleba mogcen chaxtarchi, saidanac aravitari perspektiva araa, arc vaisi mogicvevs magis gulistvis tu gadaxvedi.sakartvelos chempionatchic akvt normalur pegburtelebs xelpasebi, imdeni mainc ro kargad icxovrot, 10 da 15 atasi lars gebulobt roca kvekanachi xalxs puris puli enatrebat, mara sxvebs ukurebt, modachia sazgvargaret tamachi, araak mnichvneloba azerbaijani ikos tu ginda ogond ara sakartvelo, imitomaa rom pegburti chventan ar vitardeba da evropis nebismieri gundi minimum4 burtis sxvaobit gvigebs.
KUTAISELI
13 აგვისტო 2019 17:24
0
ჩვენს ლიგას კი სჯობია მაგრამ დიდით არაფრით, თურგეთის მეორე ლიგა რო გაჯობებს რაღაზეა ლაპარაკი, სადაც ჭანტურია წავიდა სათამაშოდ
irakli
13 აგვისტო 2019 13:25
2
ფაქტია რომ ძალიან არაკორექტულად მოიქცა როდესაც ამ ეტაპზე დატოვა საბურთალო. თავადვე ამბობს მინდოდა ევროტურნირების ბოლომდე დავხმარებოდი საბურთალოს მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო. და რა ხდებოდა ასეთი განსაკუთრებული? გუნდი იბრძვის რომ შედეგი დადოს, საქართველოს სახელით თამაშობს, ვზივართ აქ და ვითვლით სარეიტინგო ქულებს რომ ევროტურნირებზე კიდევ ერთი ადგილი არ დავკარგოთ და სწორედ ამ დროს ტოვებს გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშე. თან ცნობილი იყო ისიც, რომ ახალ გუნდს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარებოდა რადგან უკვე საბურთალოს სახელით ქონდა ნათამაშები. მისივე სიტყვები რომ მისთვის ფეხბურთი და სპორტული ინტერესი ყველაფერია ცხოვრებაში. აქაც შეუთავსებლობა: რა სპორტულ ინტერესზეა საუბარი როდესაც ტოვებ ჩემპიონ გუნდს რომელიც ცალი ფეხით ფლეი-ოფშია და გადადიხარ სოლიგორსკის "შახტიორში". გასაგებია რომ მატერიალურ საკითხს ეხება სიტუაცია და რასაც უნდა იმას გადაწყვეტს, მაგრამ მაშინ არ არის საჭირო ინტერვიუებში საპირისპიროს ლაპარაკი. თავისი საქმის თავად იცის რას და როგორ იზამს, მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მართალი, არც საქციელით და არც ლაპარაკით.
ანესთეზეოლოგი
13 აგვისტო 2019 11:47
0
ვერ ხვდები ნამდვილად... ცდები... შინდაგორიძე იქნება თუ სხვა ყველას თავისი კარიერის გზა აქვს გასავლელი, ზოგს უმართლებს და პირდაპირ გრანდებში ხვდება და ზოგსაც ხშირად ატყუებენ და საქართველოშიც არ ათამაშებენ... ლაშას ძალიან კარგი ადამიანია და წარმატებებს ვუსურვებთ!
giorgi
13 აგვისტო 2019 10:06
1
ნემანს თუ გაუტანა რაღა უჭირს, საბურთალოში დარჩენილიყო აქ გაეტანა 1-2 და იქნებ შახტარზე უკეთეს კლუბს შეემჩნია ევროპალიგის ჯგუფურზე, მაგ კლუბისგან რის მოლოდინი აქ ძაან მაინტერესებს? იქნებ მე ვერ ვხვდები და ვცდები რავიცი...
ჯონი
13 აგვისტო 2019 01:25
4
კი ცდები თუ შახტიორი საბურთალოზე ცუდი გუნდი გგონია, უბრალოდ საბურთალოს არარატი ამოუვიდა და შახტიორს - ტორინო. არის განსხვავება? და ფინანსური დაინტერესება არაფერია? ფეხბურთელის კარიერა სულ 10-15 წელს გრძელდება და მშიერი ვერ იქნება, ქართული გუნდები კი მინიმუმითაც ვერ აკმაყოფილებენ. ამათ კი არ აქვთ იმის პოტენციალი, რომ უფრო უკეთესმა გუნდებმა მიიწვიონ...
levani
13 აგვისტო 2019 11:02
10

სიახლეები პოპულარული