ლაშა შინდაგორიძემ ბელორუსში პირველივე მატჩში გაიტანა და მწვრთნელი აღაფრთოვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელორუსის სოლიგორსკის "შახტიორში" ახლახან გადასულმა ნახევარმცველმა ლაშა შინდაგორიძემ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.

"მეშახტეებმა" საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურეს გროდნოს "ნემანი", შინდაგორიძე კი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 87-ე წუთზე თავურით გოლი გაიტანა.

ნამატჩევს ჩვენებური მწვრთნელმა სერგეი ტაშუევმა შეაქო: "შეასრულა. ბურთი კარგად მიაწოდეს, დაარტყა. დაარტყა, ვფიქრობ, ყველაფერი დაინახა და სიტუაცია შეაფასა, სპეციალურად მოჭრა ბურთი შორეულ კუთხეში. ეპიზოდი ძალიან ხარისხიანად დაასრულა. ის შევისწავლეთ და ვიცოდით, რაც შეუძლია. ჰქონდა მომენტი და გამოიყენა. თუმცა, მთლიანობაში ჯერ ადაპტაცია სჭირდება. გასაგებია, ეს ასე ადვილი არაა".

ლაშა "შახტიორში"
"საბურთალოდან" 6 აგვისტოს გადავიდა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულმდე გაუფორმეს.

"შახტიორი" 17 ტურის შემდეგ 34 ქულით მესამე ადგილზეა, პირველადგილოსან ბრესტის "დინამოს" 8, ხოლო მეორეადგილოსან "ბატეს" 6 ქულით ჩამორჩება და თან 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სოლიგორსკელები 18 აგვისტოს, მორიგ ტურში სტუმრად "სლუცკს" შეხვდებიან, იქამდე კი, 15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ტორინოს" უმასპინძლებენ. ცნობისათვის, პირველი მატჩი ტურინულმა გუნდმა 5:0 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნემანს თუ გაუტანა რაღა უჭირს, საბურთალოში დარჩენილიყო აქ გაეტანა 1-2 და იქნებ შახტარზე უკეთეს კლუბს შეემჩნია ევროპალიგის ჯგუფურზე, მაგ კლუბისგან რის მოლოდინი აქ ძაან მაინტერესებს? იქნებ მე ვერ ვხვდები და ვცდები რავიცი...
ჯონი
01:25 13-08-2019
4
ფაქტია რომ ძალიან არაკორექტულად მოიქცა როდესაც ამ ეტაპზე დატოვა საბურთალო. თავადვე ამბობს მინდოდა ევროტურნირების ბოლომდე დავხმარებოდი საბურთალოს მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო. და რა ხდებოდა ასეთი განსაკუთრებული? გუნდი იბრძვის რომ შედეგი დადოს, საქართველოს სახელით თამაშობს, ვზივართ აქ და ვითვლით სარეიტინგო ქულებს რომ ევროტურნირებზე კიდევ ერთი ადგილი არ დავკარგოთ და სწორედ ამ დროს ტოვებს გუნდს მნიშვნელოვანი მოთამაშე. თან ცნობილი იყო ისიც, რომ ახალ გუნდს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარებოდა რადგან უკვე საბურთალოს სახელით ქონდა ნათამაშები. მისივე სიტყვები რომ მისთვის ფეხბურთი და სპორტული ინტერესი ყველაფერია ცხოვრებაში. აქაც შეუთავსებლობა: რა სპორტულ ინტერესზეა საუბარი როდესაც ტოვებ ჩემპიონ გუნდს რომელიც ცალი ფეხით ფლეი-ოფშია და გადადიხარ სოლიგორსკის "შახტიორში". გასაგებია რომ მატერიალურ საკითხს ეხება სიტუაცია და რასაც უნდა იმას გადაწყვეტს, მაგრამ მაშინ არ არის საჭირო ინტერვიუებში საპირისპიროს ლაპარაკი. თავისი საქმის თავად იცის რას და როგორ იზამს, მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან ნებისმიერ შემთხვევაში არ არის მართალი, არც საქციელით და არც ლაპარაკით.
ანესთეზეოლოგი
11:47 13-08-2019
0

სიახლეები პოპულარული