კვიპროსული მედია: კაჭარავას მიმართ ინტერესს 3 კლუბი იჩენს, მათ შორის - აზიურიც

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული გამოცემა წერს, რომ ქართველ თავდამსხმელ ნიკა კაჭარავათი 3 კლუბი არის დაინტერესებული, მათ შორის 1 კლუბი ჩინეთიდან გახლავთ.

თუმცა, როგორც კვიპროსელები წერენ, კაჭარავასთვის ეს ვარიანტი ნაკლებად მომხიბვლელი უნდა იყოს, რადგან ქართველისთვის ჩინეთში საცხოვრებლად გადასვლა რთული იქნება.

კიდევ ერთი არჩევანი რუსეთია. 3-დან ერთ-ერთი რუსული კლუბია, თუმცა გუნდების ვინაობას არცერთი გამოცემა არ ასახელებს. თუმცა ყველა წერს, რომ მაღალი ქართველი ფორვარდი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოსაა და "ანორთოსისს" დატოვებს.

ნიკა კაჭარავა "ანორთოსისს" გასულ სეზონში შეუერთდა და 23 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაში ფული იქით უნდა გადაიხადო რომ შენს გუნდში არ იყოს.
ირაკლი
19:10 14-08-2019
5

სიახლეები პოპულარული