ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სპარტაკში" ნიკოლოზ ქუთათელაძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ მოსკოვის "სპარტაკთან" გააფორმა კონტრაქტი.

ის დღეს რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩში ამ ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ ცსკა-სთან (2:1) ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, საგოლე გადაცემა გააკეთა, პირველი ტაიმის დასასრულს ეფექტური მაკრატელა შეასრულა, მაგრამ გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, 67-ე წუთზე კი შეცვალეს. ასე რომ, დებიუტი ურიგო ნამდვილად არ გამოუვიდა.

"როდესაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, ტომას ცორნი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი "სპარტაკში" მიწვევა უნდოდა.

პრაქტიკულად მაშინვე დავთანხმდი. ჩემს ბედს ამ გუნდს ვუკავშირებ, მინდა ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო და
მისი ისტორიის ნაწილი გავხდე", - ციტირებს ქუთათელაძეს ТАСС-ი.

ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის "სპარტაში" დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა, ამ ზამთარს "ანჟიში" უნდა გადასულიყო, მაგრამ დაღესტნურ კლუბს ახალი ფეხბურთელების დამატება აუკრძალეს, თებერვალში კი სინჯებზე კიევის "დინამოში" იმყოფებოდა.

ვერაფერს იტყვი, მის ასაკში ასეთი მდიდარი საფეხბურთო "გეოგრაფიით" ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის.

ასევე დაგაინტერესებთ