ქართველების "რუბინმა" გია გრიგალავას "არსენალი" დაამარცხა

AutoSharing Option
18 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში "რუბინმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "არსენალს".

"რუბინში" ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე ევგენი მარკოვმა შეცვალა, ბექა მიქელთაძე კი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. სტუმართა გუნდში შეუცვლელად იასპარეზა გია გრიგალავამ და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყაზანში მატჩს 10 022 მაყურებელი დაესწრო. თანაბარი თამაში იყო. შეხვედრის დასაწყისში დრიბლინგის შემდეგ ანგარიშის გახსნა ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში გია გრიგალავამ მისი რეიდი შეაჩერა, ხოლო შუა პირველ ტაიმში დავითაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

მასპინძლებმა გამარჯვების
გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს - დავითაშვილის წამოწყებული კომბინაცია მიქელთაძემ გააგრძელა, მის მიერ გადაცემული ბურთი ევგენი ბაშკიროვმა მარკოვს უპასა და ამ უკანასკნელმა დალაშქრა ტულელთა კარი.

"რუბინი" 10 ქულით მე-5 ადგილზეა და 25 აგვისტოს გასვლაზე "როსტოვს" დაუპირისპირდება.

ნამატჩევს დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსულს თავადაც სწავლობს და მასწავლებლის დახმარებითაც, თვე-თვენახევარში კითხვებზე რუსულად გასცემს პასუხს, გოლების გატანა უნდა, მაგრამ მთავარია, გუნდმა მოიგოს, თავიდან დატვირთვები გაუჭირდა, ახლა კი 90 წუთი თამაში არ უჭირს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო იყო დავითაშვილი,მაგრად ითამაშა,ნაკრებში უეჭველი უნდა გამოიძახოს ვაისმა,ჩამოყალიბებული ფეხბურთელია,კვარაცხელიაზე არაფერს ვიტყვი სხვებმა განსაჯონ,,
0
მაგარ ფორმაშია ზურიკო.იმედია ვაისი გამოიძახებს ნაკრებში შემოდგომაზე,რომ მარტისთვის მცირე სანაკრებო გამოცდილებაც ჰქონდეს.ერთა ლიგაზე აუცილებლად დაგვჭირდება ფანტაზიით მდიდარი ფეხბურთელები.იმედია იქამდე ჩაკვეც ფეხზე დადგება და ფორმაშიც შევა.
მიდით ბიჭებო
22:22 18-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული