ვაკო გვილია კუთხურების დიდოსტატია - "ლეგიამ" ქართველის პასით მოიგო

AutoSharing Option
18 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-5 ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" სახლში "ზაგლებიეს" 1:0 მოუგო.

მატჩმა ვარშავაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 16 262 მაყურებელი დაესწრო და ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე მონტენეგროელმა ნახევარმცველმა მარკო ვეშოვიჩმა გვილიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა.

სხვათა შორის, "ლეგიას" ხშირად გააქვს გოლები გვილიას კუთხურების შემდეგ და ეტყობა, ამაზე ბევრს ვარჯიშობენ.

"ლეგია" 7 ქულით მე-8 ადგილზეა, თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 25 აგვისტოს, მორიგ ტურში, ლოძში ლკს-ს შეხვდება.

არმიული გუნდი აგრეთვე ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც 22 და 29
აგვისტოს "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე რამხელა ქვეყანაა, ფეხბურთშიც ფულია, გერმანიასთან გადახლართულია და მაინც არანაირი შედეგები არ აქვთ ფეხბურთში. გასაოცარია.
ddgfdf
03:01 19-08-2019
3
ვაკო მიდი რა შენი იმედი მაქ მშრომელი ხარ მთავარია მწვრთნელმა არ აურიოს როგორც ხდება შენთან
თემური
00:02 19-08-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული