ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო გვილია კუთხურების დიდოსტატია - "ლეგიამ" ქართველის პასით მოიგო

AutoSharing Option
18 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-5 ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" სახლში "ზაგლებიეს" 1:0 მოუგო.

მატჩმა ვარშავაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 16 262 მაყურებელი დაესწრო და ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე მონტენეგროელმა ნახევარმცველმა მარკო ვეშოვიჩმა გვილიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანა.

სხვათა შორის, "ლეგიას" ხშირად გააქვს გოლები გვილიას კუთხურების შემდეგ და ეტყობა, ამაზე ბევრს ვარჯიშობენ.

"ლეგია" 7 ქულით მე-8 ადგილზეა, თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 25 აგვისტოს, მორიგ ტურში, ლოძში ლკს-ს შეხვდება.

არმიული გუნდი აგრეთვე ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც 22 და 29
აგვისტოს "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.