ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ტულის "არსენალთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა.
"რუსულ ენას რაც შეეხება, ვსწავლობ, ვმუშაობ და პირობას ვდებ, რომ 1 თვეში ინტერვიუს რუსულ ენაზე მოგცემთ.
დიახ, ორმა ქართველმა უკვე გაიტანა და მეც მინდა გატანა (იცინის), თუმცა მთავარია, გუნდმა გაიმარჯვოს.
პირველ ტაიმში, როცა ჩემი დარტყმული ხარიხას მოხვდა, გოლი მეგონა და გული ძალიან დამწყდა, რომ არ გავიდა.
დატვირთვებთან შეგუება და მთელი მატჩის თამაში თავიდან მიჭირდა. ალბათ, ეს პირველ 2 შეხვედრას ეხებოდა, მაგრამ ბოლო თამაშებში 90 წუთს
უპრობლემოდ ვთამაშობ", - თქვა ზურიკო დავითაშვილმა.
"რუბინმა" გია გრიგალავას "არსენალი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა და ბექა მიქელთაძემ საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა. ამ გამარჯვებით "რუბინმა" 10 ქულა მოაგროვა, ცსკა-სა და "არსენალთან" ერთად მე-4-მე-6 ადგილებს იყოფს.