იური სიომინმა განმარტა, რატომ არ ათამაშებს საბა კვირკველიას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა "დინამოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მათ შორის, საბა კვირკველიასაც შეეხო.

"გუნდი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე ძალიან კარგი თამაშის ჩატარება. ამასთანავე, რამდენიმე ფეხბურთელმა ოპტიმალურ კონდიციებამდე მისვლა ვერ მოახერხა, მათ შორის, კვირკველიამ", - განაცხადა რუსმა მწვრთნელმა Матч Премьер-ის პირდაპირ ეთერში.

უკვე რუსეთის პრემიერლიგის 5 ტური გავიდა და საბა კვირკველიას 1 წუთიც არ უთამაშია, 5-ჯერ შეხვედრაში "ლოკომოტივის" განაცხადში იყო. მალე საქართველოს ნაკრებს თამაშები ელოდება, საბა ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
და მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში შეხვდეს.



მკითხველის კომენტარები / 8 /
სად არის ამ აფერისტის სადღეგრძელოები ეხლა?
გეკითხებით
20 აგვისტო 2019 08:33
0
აა, კიდევ გააკეთა?
1.
20 აგვისტო 2019 04:34
0
რით ვერ გაიგეთ ! არ აწყობთ რუსებს რომ ჩვენს ნაკრებში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, აარაა !!! მაგიტომ გაგვიფუჭეს ჯანო და მაგიტომ გვიფუჭებენ კვირკველიას, მაგიტომ წაგვართვეს ჯიქია და კიდევ ბევრის წართმევას შეეცდებიან !!!
ვახტანგი
19 აგვისტო 2019 22:41
6
დამაწყნარებლის მოქმედებამ გაიარა?
niko
20 აგვისტო 2019 01:24
1
ობიექტურია

გეთანხმები, ერთი 2 წელი ითამაშებენ, ფულს იშოვიან და მორჩა მათი კარგი თამაში.
დათო
19 აგვისტო 2019 16:33
1
აქ სხვა რაგაცასთან გვაქვს საქმე.მემგონი სიომინი კვარაცხელიას წასვლამ გააბრაზა და არ ათამაშებს საბას.რუსული წა.....ბა.აბა რუბინიდან ერთი წლის უთამაშებელი კვირკველია ფორმაში იყო მეორე დღესვე რო ჩასვა სასტავში.ამ კაცის მის მერე არ მწამს რაც საქართველოს ასათიანი წაართვა როგორც პლეიმეიკერი
თემური
19 აგვისტო 2019 14:56
14
ესეც თქვენი კარგი რუსები.DDD
hhh
19 აგვისტო 2019 12:34
12
კვირკველიას გაზაფხულზე უკვე ემჩნეოდა რომ ფორმიდან იყო ამოვარდნილი, მათ შორის ნაკრების თამაშებში. ასე რომ კაცი იმას ამბობს რაც არის

ასეთი განცდა მაქვს, ქართველი ფეხბურთელები სადმე ერთ ან მაქსიმუმ ორ კარგ სეზონს რომ ჩაატარებენ და თავს დაიმკვიდრებენ, მერე მომატების ნაცვლად უკლებენ და აღარ უნდათ ვარჯიში

ამ მხრივ ვაფასებ კობიაშვილის და ქეცბაიას პროფესიონალიზმს... ბოლომდე ცდილობდა ორივე ფორმაში ყოფილიყო, 35 წლის ასაკშიც კი
ობიექტურია
19 აგვისტო 2019 14:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული