ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იური სიომინმა განმარტა, რატომ არ ათამაშებს საბა კვირკველიას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა "დინამოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და მათ შორის, საბა კვირკველიასაც შეეხო.

"გუნდი ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე ძალიან კარგი თამაშის ჩატარება. ამასთანავე, რამდენიმე ფეხბურთელმა ოპტიმალურ კონდიციებამდე მისვლა ვერ მოახერხა, მათ შორის, კვირკველიამ", - განაცხადა რუსმა მწვრთნელმა Матч Премьер-ის პირდაპირ ეთერში.

უკვე რუსეთის პრემიერლიგის 5 ტური გავიდა და საბა კვირკველიას 1 წუთიც არ უთამაშია, 5-ჯერ შეხვედრაში "ლოკომოტივის" განაცხადში იყო. მალე საქართველოს ნაკრებს თამაშები ელოდება, საბა ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
და მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში შეხვდეს.



ასევე დაგაინტერესებთ