ლევან მჭედლიძეს იტალიაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა ilovepalermocalcio წერს, რომ სერია B-ს დებიუტანტ "ტრაპანის" ქართველი თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის საკუთარ რიგებში ხილვა სურს.

კლუბის სპორტული დირექტორი რაფაელე რუბინო თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და ლევან მჭედლიძე იპოვა, რომელიც თავისუფალი აგენტია და კლუბს მასში თანხის გადახდა არ მოუწევს.

ლევან მჭედლიძე "ემპოლიში" გატარებული 10 წლის შემდეგ კლუბს ამ ზაფხულს დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა. იქამდე დაიწერა, რომ ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს სერია B-ს კიდევ ერთი კლუბი გამოთქვამდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი რამე კასტილებიანი სურათი არ გაქვთ რომ დადოთ ხოლმე ამის ინფორმაციაზე?
ირაკლი
20 აგვისტო 2019 22:06
5
:))) აუუ ჩაგეთვალა ხმით ვიცინე. სმაილიც დააყენეთ რა ლაიქ-ანლაიქის გვერდით :)))
ნოდო
21 აგვისტო 2019 00:06
1
ეეჰ არა და ფორმაში რომ არის რა მაგარია
გია
20 აგვისტო 2019 15:41
0
ხოდა ზუსტად ამ დროს მიიღო ტრავმა
ქომაგი
20 აგვისტო 2019 14:50
0
რანაირი სურათია,რო დავინახე შემეშინდა ტრამვა არ მიიღოს მეთქი
G.l.
20 აგვისტო 2019 12:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული